top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ადამიანებით ვაჭრობაზე თვალის დახუჭვა მასში თანამონაწილეობაა’- პაპი

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რიგით მე–10 მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 8 თებერვალს პაპმა ფრანცისკემ ეპისტოლე გამოაქვეყნა.

 


წმინდა მამამ ეპისტოლე სუდანელი მონაზვნის, წმინდა ჟოზეფინა ბახიტას მოხსენიების დღეს გამოაქვეყნა, რომელიც 9 წლის ასაკში მოიტაცეს და მონად გაყიდეს.


პაპმა მოუწოდებს კეთილი ნების მქონე ადამიანებს გაჰყვნენ წმინდა ბახიტას, რომელიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა.


 

„მისი ცხოვრება სავსე იყო ტანჯვითა და უსამართლობით, მაგრამ ქალი დაუღალავად ცდილობდა განთავისუფლებას და იგი ხელახლა დაიბადა ახალ ცხოვრებაში. წმინდა ბახიტა მოუწოდებს ხალხს გაახილონ თვალები და გახსნან სასმენელნი, რათა დაინახონ უხილავი და მოუსმინონ მდუმარეს, აღიარონ თითოეული ადამიანის ღირსება და იმოქმედონ თანამედროვე მონებით ვაჭრობისა და ყველა სახის ექსპლუატაციის წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპმა.

 

რომის ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ საინფორმაციო საშუალებები გაბედული რეპორტაჟების წყალობით ნათელს ჰფენს ჩვენი დროის მონობას, თუმცა საზოგადოება მიდრეკილია „გულგრილობის კულტურისკენ, ამიტომაც აუცილებელია რეაგირება მოვახდინოთ, გავხსნათ გულები და ვიცხოვროთ ჩვენი ძმებისა და დებისათვის, რომლებსაც მონებივით ექცევიან. მიმდინარე მსოფლიო დღე, რომელიც ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგაა მიმართული, უამრავი ახალგაზრდა მონაწილეობს. ეს დღე მიგვითითებს იმ გზისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანებით ვაჭრობას, უსმენს, ოცნებობს და მოქმედებს“.

 

პაპი მადლობას უხდის ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით ებრძვის მონათმფლობელობას და ადამიანების ექსპლუატაციას, პარალელურად კი აშენებს ძმობისა და მშვიდობის ცივილიზაციას.

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page