top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღე


გაეროს რეზოლუციის თანახმად, 4 თებერვალს ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღე აღინიშნება(International Day of Human fraternity).


2020 წლის 21 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოსცა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დადგინდა ადამიანური ძმობის საერთაშორისო დღე, (International Day of Human fraternity).


ამ დღის აღნიშვნის ყოველწლიურ თარიღად განისაზღვრა 4 თებერვალი, დღე, როცა 2019 წელს პაპ ფრანცისკესა და დიდი იმამის, ალ–აზჰარ აჰმად ალ–ტაიებს შორის შედგა შეხვედრა. ხელმოწერილ დოკუმენტს ეწოდა “ადამიანური ძმობა და თანაცხოვრება მთელსმსოფლიოში”.


აბუ – დაბში გამართული ეს შეხვედრა ემსახურებოდა მსოფლიო რელიგიებსა და კონფესიებს შორის დიალოგს. მიღებულ დოკუმენტში რელიგიური ლიდერები აღნიშნავენ, რომ ჭეშმარიტი რწმენა არის ჰარმონიის მიზეზი,როგორც შინაგანად, ასევე ადამიანის ირგვლივ არსებულ სამყაროში; რწმენა უნდა დაეხმაროს ადამიანებს დაახლოებაში და არ უნდა იყოს იგი ბრძოლის, სიძულვილისა და მით უმეტეს,ძალადობის მიზეზი.


არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი და ამ დღესთან დაკავშირებით წმინდა მამა ფრანცისკემ გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც იგი იხსენებს იმამთან შეხვედრას და იმ დოკუმენტს, რომელშიც განხილულია ძმობისა და სიყვარულის უმაღლესი საზომი – ღმერთი.


“ძმობა არის ერთ–ერთი ფუნდამენტური და უნივერსალური ფასეულობა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ერებს შორის ურთიერთობას, რათა ტანჯულმა და დავრდომილებმა თავი არ იგრძნონ გარიყულად და მივიწყებულად, არამედ მიღებულ იქნან და მხარი დაუჭირონ მათ, როგორც ადამიანური ოჯახის ერთიან ნაწილს. ჩვენ ძმები ვართ. დღეს უმთავრესია ერთმანეთს ჩამოვართვათ ხელი და ვიაროთ ერთად, პატივი მოვაგოთ ჩვენს ერთობას მრავალფეროვნებაში. აღარ არის გულგრილობის დრო. ან ძმები ვართ ან ყველაფერი ჩამოგვენგრევა თავზე. ამას კი ვხედავთ მცირე ომებში. ჩვენ წინაშეა ფრაგმენტალური მესამე მსოფლიო ომი, ამას ვხედავთ განადგურებულ ერებში, მოშიმშილე ბავშვებში, განათლების დონის ვარდნაში. არ არის მივიწყების დრო. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ღვთის დანაპირები აბრაამისა და მისი შთამომავლობის მიმართ, ანუ ჩვენ მიმართ და ეს დაპირება არის ფართო და ნათელი, როგორც ვარსკვლავები ცაზე ადამიანებს შორის ძმობა”,– აღნიშნა პაპმა.


ამავდროულად, დუბაიში გაიმართა შეხვედრა, ღონისძიებაზე, პაპისა და იმამის ვიდეო მიმართვის შემდეგ გამოვიდა ტოლერანტობის მინისტრი ემირატებში შეიხ ალ ნახაიანი, რომლის უმთავრესი თემაც იყო რადიკალიზმის წინ აღდგომა, ხოლო კარდინალმა აიუსმ განაცხადა, რომ ძმობა არს კაცობრიობის ერთობლივი განკურნება მათი ჭრილობებისგან.

გზავნილი მიმართულია მთელი კაცობრიობისადმი და შესაბამისად, მოითხოვს თანამშრომლობას სხვა რელიგიურ ტრადიციებთან.


ფაქტობრივად, დოკუმენტის ხელმოწერა აბუ–დაბში შედგა, საერთაშორისო კონფერენციაზე – “არაბთა საემიროს ტოლერანტობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ადამიანთა ძმობა”. შეხვედრა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანური ძმობს გაღრმავებაში მთელიმსოფლიოს მასშტაბით. სამომავლოდ,კვლავ დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიება ამ საკითხებზე.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page