top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ადვენტი – 'მხიარული ლოდინის პერიოდი'



"და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა“ (დაბ 2, 8)


ზუსტად ასეთია ღვთის გეგმა და სურვილი: ადამიანის გულში და ადამიანებთან ახლოს ყოფნა.


ადამიანის პირველქმნილი ცოდვის შედეგად საჭირო გახდა სამყაროსა და კაცობრიობის განწმენდა. ღვთის სურვილი შეუცველია: ადამიანის გულში და ადამიანებთან ახლოს ყოფნა.


ამისთვის მოდის იესო ქრისტე. სწორედ ამის გამო მთელი სამყარო და კაცობრიობა მხიარულობს. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ვინც საკუთარი ნებითა და სურვილით ვეკუთვნით ქრისტეს, ე.წ. ადვენტი „მხიარული ლოდინის პერიოდია“.


იოანე სახარებაში წერს 1,10 - 11: "სიტყვა იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმა ვერ იცნო იგი. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი."

ვინც ვერ იცნო იგი, მათთვის ადვენტი იქნება ჭეშმარიტი ღვთის გაცნობის პერიოდი. ეს შეიძლება მოხდეს მაგალითად, ბიბლიის წაკითხვის მეშვეობით ანდა სხვების მოწმობის გაზიარებით. მათთვისაც სწორედ ეს იქნება „მხიარული პერიოდი“.


ვინც მას არ მიიღებს, იმის გამო, რომ არჩევს ცოდვის მონობას, ტყუილში ცხოვრებასა და გულში სიბნელეს – მისთვის ადვენტი მშვიდი პერიოდი არ იქნება. იქამდე, სანამ ამ სიბნელეს საკუთარი ნებითა და სურვილით არ დატოვებს.


მშვიდობის ძებნა ღმერთის ძებნაა. როგორც წმ. ავგუსტინე ამბობს: "ადამიანის გული სიმშვიდეს მანამ არ ჰპოვებს, ვიდრე შენში არ განისვენებს."


მამა მიხაელი იახ

ადვენტი 2022


bottom of page