• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

აზერბაიჯანში სამოციქულო ნუნციუსი მარეკ სოლჩინსკი იქნება

პაპმა ფრანცისკემ აზერბაიჯანში სამოციქულო ნუნციუსის თანამდებობაზე დანიშნა არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი. იგი წმინდა საყდრის დესპანი ერთდროულად იქნება თურქეთსა და აზერბაიჯანში.



14 თებერვალს პაპმა ფრანცისკემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მავრიტანიის კესარიის ტიტულარული არქიეპისკოპოსი, მარეკ სოლჩინსკი სამოციქულო ნუნციუსად დანიშნა.


არქიეპისკოპოსი მარეკ სოლჩინსკი, 2012 – 2017 წლებში ნუნციუსი იყო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებში. იგი 2022 წლის 2 თებერვლიდან, წმინდა მამის, პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, წმინდა საყდრის დესპანად დაინიშნა თურქეთში.


შოთა გიქოშვილი