• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

არაბეთის გაერთიანებული საამიროს უკანასკნელი პრინცი ვატიკანის ფონდმა დააჯილდოვა

ვატიკანის ფონდმა, განათლებისა და ჰუმანიზმის საქმეში დამსახურებისათვის, არაბეთის გაერთიანული საამიროს ტახტის მემკვიდრე, პრინცი, შეიხი მოჰამედ ბენ ზაიდ ალ ნახაიანი დააჯილდოვა.


არაბეთის გაერთიანულ საამიროს სასახლეში, შეიხს მისთვის განკუთვნილი ჯილდო ვატიკანის, განათლების საკითხთა კონგრეგაციის ხელმძღვანელმა, კარდინალმა ვერსალდიმ საზეიმოდ გადასცა.


პრინცს, რომელიც ასევე უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილეა, განსაკუთრებული ჯილდო განათლებისა და ჰუმანური ინიციატივების წინ წამოწევისთვის გადაეცა. ჯილდო პაპის ფონდის ეგიდით დადგინდა.


გამომცემლობა Gulf news-ის ცნობით, ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში, პაპ ფრანცისკესა და პრინცს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა შეიხს ვატიკანთან თანამშრომლობისათვის ამაზონის ტყეებისა და კოვიდ–19 პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში.


„ვატიკან ნიუსის“ცნობით, აღნიშნული ჰუმანური ინიციატივები წარმატებით ხორციელდება არაბეთის გაერთიანული საამიროსა და პაპის ფონდის, Gravissimum Educationis – ის ერთობლივი თანამშრომლობით.


დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე პრინცის წარმომადგენელი ქვეყნის ერთ–ერთი მინისტრი იყო. კარდინალმა ვერსალდიმ და საამიროს განათლების მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროში კათოლიკური სკოლების ფუნქციონირებას.


კარიდნალის თქმით, ეს არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობა ჯერ მხოლოდ განათლების სფეროს მოიცავს. კათოლიკე და მუსლიმ მოსწავლეებს შეეძლებათ ერთმანეთის სემინარებზე დასწრება და თანამშრომლობის უახლესი მეთოდების გამოყენება. ისინი კვლევებში მიიღებენ მონაწილეობას და ორივე ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტს მოინახულებენ.


მიუხედავად განსხვავებებისა, არსებობს საერთო ფასეულობების საფუძვლები, სადაც არ უნდა იქნას გამოყენებული პროზელიტიზმი. აღნიშნული პროექტის მიზანია, პანდემიის დასრულების შემდეგ კულტურული პროექტების განხორციელება.


პაპის ფონდი, Gravissimum Educationis, შეიქმნა 2015 წელს, პაპ ფრანცისკეს ინიციატივით, რომლის მიზანიც არის საგანმანათლებლო და კულტურული საკითხების წინ წამოწევა, მათ შორის კათოლიკური სკოლების მთელს მსოფლიოში გავრცელება. ფონდის დასახელება ვატიკანის მეორე კრების სამი ძირეული დეკლარაციის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელიც საუბრობს ეკლესიის როლზე მაცხოვნებელ განათლებსა და წარმოაჩენს ქრისტიანული სწავლების ძირითად პრინციპებს.


ცნობილია, რომ პრინცმა დააარსა ზეიდის სახელობის პრემია – 1 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელსაც გადასცემს ადამიანური ძმობის უმაღლესი კომიტეტი.


პრეიმია დაინიშნა გარდაცვლილი მმართველისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროს დამფუძნებლის, შეიხი, ზაიდ ბინ სუთან ალ ნახაიანის საპატივსაცემოდ.


აღნიშნული პრემია, 2021 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა და მაროკოელ–ფრანგმა აქტივისტმა ლატიფა იბნ ზაიდენმა მიიღეს . 2019 წელს, ამავე პრემიით დაჯილდოვდნენ პაპი ფრანცისკე და მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო იერარქი, ალ ტაიები.


წყარო: sib-catholic.ru


შოთა გიქოშვილი