top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

არალში სამაგიდო თამაშებში ჩემპიონატი გაიმართა



დღეს, 10 ივნისს, არალში სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა მესხეთში არსებული კათოლიკური სამრევლოების ახალგაზრდებმა მიიღეს. ისინი ერთმანეთს მაგიდის ფეხბურთსა და ტენისში შეეჯიბრნენ.


საბოლოოდ, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა.


მაგიდის ფეხბურთის გამარჯვებულები გახდნენ ხიზაბავრის სამრევლო წევრები –

ლუკა კეღოშვილი და საბა მაზმიშვილი;

ტენისის გამარჯვებული გახდა არლის სამრევლოს წევრი – ნიკა ტატალაშვილი.


ონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრები: თასები, მედლები და სიგელები მიიღეს.


ჩემპიონატს ორგანიზება კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრმა და ადგილობრივმა სამრევლოებმა გაუწიეს.


„მონაწილეობდნენ არლის, ვალის, ახალციხის, უდისა და ხიზაბავრის სამრევლოების ახალგაზრდები. გვიმასპინძლა არლის სამრევლომ და არლის ორატორიუმმა. გვინდა, რომ მსგავს ჩემპიონატს ტრადიციული სახე მივცეთ და მომავალ წლებშიც განვახორციელოთ, ამით ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და მის პოპულარიზაციას“, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი კოტე აკოფაშვილი.


2021 წლის განმავლობაში ცენტრს ახალგაზრდებისთვის სხვა სახის ღონისძიებებიც აქვს დაგეგმილი.


ფოტოები – კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი


catholic.ge

Comments


bottom of page