top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ასირიულ – ქალდეურმა ეკლესიამ რელიგიურ–კულტურული ცენტრი გახსნა

2023 წლის 10 ივლისს, ქალაქ გარდაბანში წმ. მოციქულის მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ – კულტურული ცენტრი აკურთხეს.


შენობა მრავალფუნქციურია და შედგება სამლოცველოსა და კლასებისგან, სადაც ასირიული მრევლის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ეზიარონ საკუთარ ტრადიციებს, შეისწავლონ მშობლიური არამეული ენა, ისტორია, უძველესი აღმოსავლური საგალობლები.


მარ თომას ასირიულ – ქალდეური რელიგიურ – კულტურული ცენტრის საზეიმო კურთხევის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ:

მისი აღმატებულება მარ თომა მერამი - ურმიის არქიეპისკოპოსი და სალამასის ეპისკოპოსი;

მისი აღმატებულება მარ ფრანსის კალაბატი - წმ. თომა მოციქულის ქალდეური კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსი (დეტროიტი, აშშ);

მისი აღმატებულება მეუფე ჯუზეპე პაზოტო - ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;

მონს. ალექსანდრ რაჰინია - წმინდა საყდრის სადესპანოს დიპლომატიური მრჩეველი;

ანაჰით მხოიანი – "საქართველოს კარიტასის" აღმასრულებელი დირექტორი;

მარიამ ალხანაშვილი - "საქართველოს კარიტასის" ფინანსური მენეჯერი;

ლიანა მხეიძე – "საქართველოს კარიტასის" პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის სპეციალისტი;

გაიოზ კუბანეიშვილი – "საქართველოს კარიტასის" ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერი;


აგრეთვე საპატიო სტუმრები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან და თბილისის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ – ქალდეური კათოლიკური ეკლესიის მრევლი.




ასირიულ – ქალდეური კათოლიკური ეკლესია

תגובות


bottom of page