პაპმა ფრანცისკემ შობა მიულოცა იმ მართლმადიდებელ და აღმოსავლეთის კათოლიკე ეკლესიებს, რომლებიც დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებთან რომის ეპისკოპოსმა თქვა:
“მთელი გულით ვულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლეთის კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომლებიც 7 იანვარს ზეიმობენ შობას. განსაკუთრებით კი, ჩემს კეთილ სურვილებს ვუგზავნი მრავალტანჯულ უკრაინელ ძმებსა და დებს. დაე, მაცხოვრის შობამ მოუტანოს მათ ნუგეში, იმედი და შთაგონება კონკრეტული ნაბიჯებისაკენ, რომლებიც დაეხმარებიან საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებაში. მოდით, ვილოცოთ უკრაინისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის”.
შოთა გიქოშვილი