• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ახალციხეში დაბადებულ გრიგორ აღაჯანიანის ნეტარად შერაცხვის პროცესი დაიწყო

28 ოქტომბერს რომის, ლატერანის წმინდა იოანეს სახელობის საკათედრო ტაძარში „უფლის მსახურის“ (Servi di Dio), გრიგორ - პეტრე აღაჯანიანის ნეტარად შერაცხვის ეპარქიული პროცესი გაიხსნა. ღვთისმსახურებას კარდინალი - ვიკარიუსი, ანჯელო დე დონატისი უძღვება.

გრიგორ - პეტრე (ერისკაცობაში ლაზარე) აღაჯანიანი 1895 წელს საქართველოში, ქალაქ ახალციხეში დაიბადა. სასწავლებად რომში წავიდა და დაამთავრა პაპის ურბანიანული უნივერსიტეტი. 1917 წელს მღვდლად ეკურთხა.სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ,გარკვეული დროით,საქართველოში დაბრუნდა და თბილისში მსახურობდა. შემდეგში იგიკვლავ დაუბრუნდა რომს და დაინიშნა პაპის სომხური კოლეგიუმის ჯერ ვიცე რექტორად, ხოლო მოგვიანებით – რექტორად. იგი ასევე ლექციებს კითხულობდა პაპის ურბანიანულ უნივერსიტეტში და მისი რექტორი იყო. სომხური ენის გარდა,ფლობდა იტალიურ, ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, ქართულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს.


1935 წელს, გრიგორ - პეტრე დაინიშნა კომანის ტიტულარულ ეპისკოპოსად, ხოლო 1937 წელს,კილიკიის სომხური წესის კათოლიკეთა პატრიარქ-კათოლიკოსად აირჩიეს. მისი გონივრული ხელმძღვანელობით, სომხურ–კათოლიკურმა ეკლესიამ კვლავ დაიბრუნა პრესტიჟი და მნიშვნელობა, 1915 წლის სომეხი ხალხის სისხლისმღვრელი გენოციდის შემდეგ, სომხურ დიასპორაში. 1946 წელს,პაპმა პიუს XII-მ პატრიარქი კარდინალის ხარისხში აიყვანა.


1955 წელს, პატრიარქი სათავეში ჩაუდგა პაპის, აღმოსავლური საეკლესიო კოდექსის დამუშავების კომისიას. იმისათვის, რომ ამ საქმიანობისათვის მიეძღვნა მთელი თავისი დრო, მან შეწყვიტა პატრიარქის სამწყსო საქმიანობა.


„1960 წელს გრიგორ - პეტრე აღაჯანიანი რწმენის გავრცელების კონგრეგაციის, Propaganda Fide - ს პრეფექტად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას იგი დაკავებული იყო კათოლიკე მისიონერების მომზადებით მთელს მსოფლიოში და განვითარებად ქვეყნებში საეკლესიო პოლიტიკის ლიბერალიზაციაში დიდი როლი ითამაშა“, - განმარტავსპროცესის პროსტულატორი, ძმა კარლო კალონი.


წმინდა პაპმა პავლე VI-მ იგი დანიშნა ვატიკანის II კრების მოდერატორად. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისიონერული საქმიანობის შესახებ დეკრეტში Ad Gentem და თანამედროვე სამყაროში ეკლესიის შესახებ კრების კონსტიტუციაში Gaudium et Spes.


1970 წელს იერარქი გადადგა თანამდებობიდან და ალბანოს კარდინალ-ეპისკოპოსი გახდა. სიცოცხლისბოლომდე იგი ცხოვრობდა პაპის სომხურ კოლეგიაში. გარდაიცვალა1971 წლის 19 მაისს. დამარხულა რომში, წმინდა ნიკოლოზ ტოლენტიელის სომხურ ტაძარში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი