top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბავშვთა მსოფლიო დღეები რომში

რომში, 25–26 მაისს ბავშვთა პირველი მსოფლიო დღეები გაიმართა. მარადიულ ქალაქს 70 ათასი ბავშვი ეწვია.



შეხვედრის პირველ დღეს ოლიმპიურ სტადიონზე აჩვენეს ანიმაციები, გაიმართა თამაშები, შუადღიდან საღამომდე პერიოდში კი ბავშვები შეხვდნენ პაპ ფრანცისკეს, რომელმაც პატარების შეკითხვებს უპასუხა.

 

აუდიენციის შემდეგ, პაპი ცალკე შეხვდა კონფლიქტში მყოფი ქვეყნებიდან ჩასულ ბავშვებს და უკრაინულ ენაზე მიმართა: " Слава Ісусу Христу!" (ქებული იყოს იესოს სახელი). შეხვედრაზე ასევე იმყოფებდნენ პალესტინელი ბავშვები, რომლებიც ომის შედეგად დასახიჩრდნენ.

 

ბავშვთა მსოფლიო დღეების მეორე დღეს, 26 მაისს, პაპმა უწმინდესი სამების დღესასწაულზე ვატიკანში აღავლინა წირვა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კონტინენტიდან 50 ათასმა მორწმუნემ მიიღო.

 

ქადაგებისას რომის ეპისკოპოსმა მიმართა ყველაზე პატარა მომლოცველებს და ისაუბრა ერთი და სამსახოვანი ღმერთის: მამის, ძისა და სულიწმიდის საიდუმლოების შესახებ. პაპმა მათ ჰკითხა რწმენის შესახებაც და წმინდა პეტრეს მოედანზე ღვთის შეწევნისა და მისი მყოფობის თხოვნით ლოცვა აღევლინა.



“უფალი ყოველთვის გვპატიობს ცოდვებს მიუხედავად მათი სიმძიმისა”, – აღნიშნა პაპმა და ისაუბრა სულიწმიდაზე, „რომელიც გულში ივანებს და მუდმივი თანამდევია მორწმუნეებისა. სირთულეების ჟამს იგი აძლევს ადამიანებს ძალასა და ნუგეშს“.

 

ქადაგების ბოლოს, რომის ეპისკოპოსმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქრისტიანებს ზეციერი დედა ჰყავთ – უწმინდესი ქალწული მარიამი.

 

პაპმა მოუწოდა პატარებს ილოცონ მშობლების, ბებია-ბაბუების, სნეული ბავშვებისა და მშვიდობისათვის მთელს დედამიწაზე, რათა აღარ იყოს ომები.

 

ბავშვთა მეორე მსოფლიო დღეები 2026 წელს გაიმართება.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

Σχόλια


bottom of page