top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბათუმის ეკლესიის დღესასწაული

Updated: Jun 5, 2022

2020 წლის 24 ივნისს, ბათუმში სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო წმიდა წირვა აღევლინა, რომელიც ეკლესიის გახსნიდან 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.


ზეიმისთვის, ბათუმში სხვადასხვა სამრევლოდან სასულიერო პირები და მრევლი ჩავიდნენ. მათ შორის, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური, რომელმაც იქ მყოფებს წმინდა მამის, ფრანცისკეს კურთხევა და გულთბილი მოკითხვა გადასცა.


ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ქადაგებაში ხაზი გაუსვა რწმენაში განახლებასა და განტკიცებას. მან ასევე ისაუბრა თუ რა წვლილი შეიტანეს 20 წლის წინ, კეთილი ნების ადამიანებმა, ამ ეკლესიის მშენებლობაში.


ლიტურგიის დასასრულს, ყველამ ერთად ტაძრის ეზოში საზეიმოდ ზეთისხილის ხე დარგო, ნიშნად იმისა, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივ განახლებას საჭიროებს.


ბათუმის სულიწმინდის სახელობის ეკლესია 2000 წელს გაიხსნა. იგი აკურთხა ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინსიტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

catholic.ge

0 comments

Comments


bottom of page