top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბაქოში კათოლიკე ეკელსიის ორი სამრევლო ჩამოყალიბდა


აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, კათოლიკე ეკლესიის ორი სამრევლო ჩამოყალიბდა.

ადგილობრივ ეკლესიაში სტრუქტურული ცვილებების აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ აქ მსახურებენ, როგორც სალელი ბერები, ასევე დიოცეზური მღვდელბი (მღვდელი, რომელიც არ განეკუთვნება რომელიმე ორდენს ან კონგრეგაციას).


გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პრეფექტმა, ვლადიმერ ფეკეტმა მიიღო.


ცვლილებების მიხედვით დადგინდა ორი სამრევლო:


– უწმინდესი ქალწული მარიამის სახელობის სამრევლო, სადაც იმსახურებენ სალელი ბერები;


– წმინდა იოანე პავლე მეორის სახელობის სამრევლო;


მარიამის სახელობის სამრევლოს ადმინისტრატორად დაინიშნა მღვდელი სელვა კუმარ კამალ კანანი (სალელი), ხოლო წმინდა იოანე პავლე მეორის სახელობის სამრევლოს წინამძღვრად მამა ბეჰმუდ დავიდ მუსტაფაევი, რომელიც არის პირველი ადგილობრივი კათოლიკე მღვდელი.


აზერბაიჯანის კათოლიკური ეკლესია მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილია, რომის პაპის სულიერი ხელმძღვანელობით.


2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 570 ადგილობრივი კათოლიკეა.


2011 წლიდან აზერბაიჯანს მთლიანად ფარავს ერთი სამოციქულო პრეფექტურა - ბაქოს სამოციქულო პრეფექტურა. მრევლს ემსახურება შვიდი სალეზიელი მღვდელი და ორი ძმა. გარდა ამისა, არსებობს საქველმოქმედო მისიები.


catholic.ge

Comments


bottom of page