top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ბაღდადის ტერაქტი სისასტიკის უაზრო აქტი’ - პაპი


ბაღდადში, ალ-ტაიარანის მოედანზე მომხდარი ტერაქტის გამო, 21 იანვარს პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტს ბარხამ სალეხს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.


ტერაქტისას, ქალაქის ცენტრში ტერორისტებმა ორი ადგილი ააფეთქეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 32 ადამიანი, ხოლო 110 დაშავდა.


წერილში, რომელსაც ხელს აწერს ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი, პაპი ღრმა მწუხარებას გამოხატავს „სისასტიკის უაზრო აქტთან“ დაკავშირებით, წერს, რომ ლოცულობს დაღუპულთა სულებისა და მათი ოჯახებისათვის, ასევე დაშავებულთა და მაშველთათვის.


პაპი იმედს გამოთქვამს, რომ ძალადობასთან ბრძოლა ძმური კავშირით მშვიდობითა და სოლიდარობითა გაგრძელდება. რომის ეპისკოპოსი ღმერთის მფარველობას და კურთხევას მთელს ერაყელ ერს მიანდობს.


თარგმანი: შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page