• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბეთლემელ ჩვილთა მოხსენიება – 28 დეკემბერი

28 დეკემბერს, კათოლიკე ეკლესია ბეთლემელ ჩვილებს მოიხსენიებს.


მათე მახარებელი მოგვითხრობს, რომ მას შემდეგ, რაც იესო დაიბადა ბეთლემში, ზოგიერთი მოგვი წავიდა მეფე ჰეროდესთან, რათა ეკითხა, სად იყო ბავშვი - იუდეველთა მეფე, რათა თაყვანი ეცათ მისთვის. ჰეროდეს, ტახტის დაკარგვის შიშით, სურდა მეტი გაეგო მის შესახებ, რათა მოეკლა იგი. მან დახმარება გაუწია მოგვებს და შემდეგ სთხოვა, მოეძებნათ და დაბრუნებულიყვნენ, რომ ეთქვათ, სად იყო. მაგრამ მოგვებმა, სიზმარში გაფრთხილება მიიღეს, რომ ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ. „ისინი სხვა გზით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში“ – ნათქვამია სახარებაში.

როცა ჰეროდე მიხვდა, რომ მოგვებმა არაფრად არ ჩააგდეს იგი, განრისხდა, გაგზავნა ჯარისკაცები, რომ დაეხოცათ ყველა ჩვილი, ვინც ბეთლემში და მთელ მის შემოგარენში, ორი წლის განმავლობაში დაიბადა.


ეკლესია თაყვანს სცემს ამ უდანაშაულოებს, როგორც მოწამეებს პირველი საუკუნეებიდან და რადგანაც ისინი გამოასალმეს სიცოცხლეს ქრისტეს დაბადებიდან მალევე, მათი მოხსენიება შობის დღესასწაულთან ახლოსაა.


პიუს V-ის ბრძანებით, მოხსენიება იზეიმებოდა,როგორც დღესასწაული.


პრუდენციუსი, პოეტი, რომელიც ცხოვრობდა IV საუკუნეში, Liber cathemerinòn ნათლისღების ჰიმნში მათ განსაზღვრავს როგორც "flores marterum" – „მოწამეთა ყვავილებს", იესო ქრისტეს მდევნელისაგან დახოცილნაზ ყლორტებს.


ბავშვები, რომლებმაც კვდებიან ქრისტესთვის, მშობლები კი გლოვობენ მოწამეებს. ქრისტე თავის მოწმეებად აქცევს მათ, ვინც ჯერ ვერც კი ლაპარაკობს.


წმინდა კვოდულტდეუსი, ეპისკოპოსი თავის ქადაგებაში განმართავს, რომ ეს არის უდიდესი მადლი! რა დამსახურება ჰქონდათ ამ ბავშვებს ამ გზით გაიმარჯვეს? ჯერ არ ლაპარაკობენ და უკვე ქრისტეს აღიარებენ! მათ ჯერ არ ძალუძთ წინააღმდეგობის გაწევა, რადგან ჯერ კიდევ არ ამოძრავებენ კიდურებს და უკვე ტრიუმფალურად უპყრიათ ხელთ გამარჯვების ლამპარი. ამიტომ ეს წმიდა უმანკო ჩვილები არიან მოწამეთა ლაშქრის მცირე ამალა, რომლებიც მოწმობდნენ და აგრძელებენ თავიანთი სისხლით მოწმობას ქრისტე შესახებ. ისინი არიან წმინდა არსებები, რომლებმაც დაწერეს ქრისტესათვის წამებულთა გრძელი სიის პირველი გვერდი.


დასავლური ქრისტიანული ტრადიციისთვის, წმიდა უდანაშაულო ჩვილ მოწამეთა სახარებისეული ეპიზოდი არის ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ძალაუფლების წყურვილს, სასტიკ დანაშაულებამდე მიგვიყვანოს. ბეთლემის ჩვილები ფაქტობრივად ჰეროდეს დაუნდობელი სიძულვილის მსხვერპლნი არიან, მათ მიმართ, ვისაც შეეძლო ხელი შეეშალა მისი ძალაუფლებისა და ბატონობის გეგმებში. ამ თემაზე და ბეთლემის ყრმათა ისტორიაზე საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში.


2016 წელს, ზუსტად წმინდა მოწამე ჩვილთა ხსენების დღეს, პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსებს წერილით მიმართა და მოუწოდა მათ შეისმინონ მრავალი დედის, მრავალი ოჯახის გოდება და ტირილი მათი უდანაშაულო შვილების დაღუპვის გამო. ეს არის იგივე დედების ტკივილი, კვნესა, რომლებიც გლოვობენ თავიანთი უდანაშაულო შვილების სიკვდილს ჰეროდეს ტირანიისა და ძალაუფლების აღვირახსნილი ლტოლვის წინაშე. დღესაც ჩაგვესმის უდანაშაულო ბავშვთა კვნესის ხმა, რომელიც სულში ჩამწვდომია და რომლის იგნორირება ან გაჩუმება არ შეიძლება.


ამ სიტყვებით პაპი ფრანცისკე მთელი მსოფლიოს ეპისკოპოსებს მოუწოდებს დაიცვან პატარების უდანაშაულობა ჩვენი დროის ახალი ჰეროდეებისგან, რომლებიც შთანთქავენ და ანადგურებენ ფარული მონის სიმძიმის ქვეშ. შრომა, პროსტიტუციისა და ექსპლუატაციის სიმძიმის ქვეშ. ომებითა და იძულებითი ემიგრაციით განადგურებული უდანაშაულოები.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი