• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბელარუსის არქიეპისკოპოსმა გადადგომის შესახებ თხოვნა დაწერა


ბელარუსის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა თადეუშ კონდრუსევიჩმა პენსიაზე გასვლის შესახებ, თხოვნის წერილი დაწერა. იგი წერილს გადასცემს ვატიკანის ელჩს ბელარუსის რესპუბლიკაში, ხოლო ელჩი წერილს გაუგზავნის პაპ ფრანცისკეს.


ეკლესიის სამართლის კოდექსის თანახმად ეპისკოპოსი, რომელიც 75 წლის გახდება, თანამდებობიდან განთავისუფლება უნდა ითხოვოს და პენსიაზე გავიდეს.


არქიეპისკოპოს კონდრუსევიჩს კი, 75 წელი 2021 წლის 3 იანვარს უსრულდება.

დააკმაყოფილებს თუ არა პაპი მის თხოვნას, ეს რეგიონალური ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2020 წლის მაისში მინსკის დამხმარე ეპისკოპოსმა კაზიმირ ველიკოსელეცმა პაპს თხოვნით განთავისუფლების შესახებ მიმართა, თუმცა პაპმა გადაწყვიტა, რომ მას თავისი მსახურება უნდა გაეგრძელებინა მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.


თუ პაპი მაინც დააკმაყოფილებს არქიეპისკოპოსის თხოვნას, მაშინ მინსი-მოგილევსკს ეყოლება ახალი მეთაური. თუმცა ვინ იქნება ის, ჯერ ცნობილი არ არის. ამჟამად, მინსკის არქიეპარქიაში მოიაზრება ეპისკოპისი იური კოსობუცკი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობად სახედ იქცა თავისი გაბედული ქადაგებებით.


შეგახსენებთ, რომ უკვე 3 თვეა, რაც არქიეპისკოპოსი თადეუშ კონდრუსევიჩი საზღვარგარეთ იძულებით ცხოვრობს. იგი ჯერ არ შეუშვეს საკუთარ ქვეყანაში, მოგვიანებით კი, განაცხადეს, რომ მისი პასპორტი არის ყალბი. იერარქი იმედოვნებს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და თავის სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს. ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში . მხოლოდ და მხოლოდ ქადაგებდა სახარებას და ასწავლიდა კათოლიკური ეკლესიის სოციალურ სწავლებას.


/თარგმანი: შოთა გიქოშვილი/


წყარო: katolik.life


0 comments