
11 მაისს, დილით, ბელარუსში, მინსკის ოლქში, მიადელსკის რაიონში, ბუდსლავის ღვთისმშობლის ეროვნულ საწმიდარის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვეჩერნი გროდნო“ ავრცელებს.
ადგილზე მისულმა მაშველ-მეხანძრეებმა კვამლი ტაძრის ზედა სართულებზე შენიშნეს. ტაძართან მობილიზდა სახანძრო ტექნიკა.
„იწვის სახურავი. მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ჩვენ ცეცხლი დაახლოებით 08:00 საათზე შევამჩნიეთ, მოვიდა სამრევლოს ერთ-ერთი წევრი და შეგვატყობინა მომხდარის შესახებ. მაშინ მხოლოდ კვამლი იდგა ტაძარში და ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო შიგნით შესვლა. გამოვზიდეთ ყველაფერი ტაძრიდან“, – ამბობს სამრევლოს მღვდელი.
„დაახლოებით 10:00 საათისთვის ბუდსლავის საწმიდარის სახურავი ცენტრალურ ნავში სრულად გაანადგურა ხანძარმა და ჩამოინგრა, გვერდით ნავებში სახურავი ჯერ კიდევ იწვოდა, თუმცა 11:00 საათისთვის ხანძარი ჩააქრეს“, – იუწყება ინტერნეტ პორტალი catholic.by.
მინსკისა და მოგილევის არქიეპარიქიის ეპისკოპოსი, სამოციქულო ადმინსიტრატორი კაზიმირ ველიკოსელეცი და ეპისკოპოსი ოლეგ ბუტკევიჩი ჩავიდნენ ბუდსლავში.
პროტალ TUT.by-ს ცნობით, ადგილობრივმა მოსახლეობამ, ეკლესიის მსახურებთან ერთად, შეძლო გადაერჩინა ხატები, წიგნები, 1771 წლის ორღანი და სამრევლოსათვის სხვა ძვირფასი ნივთები.
გადარჩენილ ნივთებს შორის არის ასევე ბუდსლავის ღვთისმშობლის ხატიც. ხატს ბელარუსი კათოლიკეები, ღვთისმშობლის სხვა ხატებს შორის ყველაზე დიდ პატივს მიაგებენ. ის დაიწერა რომში და ბელორუს ხალხს პაპმა კლიმენტი მეჩვიდმეტემ აჩუქა.
ამ დროისათვის, ცეცლის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს დამწვარი მასალის ტაძრიდან გამოტანის სამუშოები.
წყაროზე გადასასვლელად გადადით აქ
თარგმანი – შოთა გიქოშვილი