
8 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, ბელარუსის ქალაქ ვიტებსკში ბრძნულ-კათოლიკური წესის მღვდელი, ალექსეი ვარანკო და რომალურ-კათოლიკური წესის მღვდელი ვიქტორ ჟუკი (იეზუიტი) დააკავეს.
მათ ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 23.34 მუხლით ედებათ.
მღვდელი ალექსეი ვარანკო ერთ-ერთი იმათგან, ვინც ხელი მოაწერა მორწმუნეთა მიმართვას ხელისუფლების მიმართ, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების და ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით.
“ეს არის სახელმწიფოს მხირდან დაშინების ერთ-ერთი გზა, რომ მათ არ ისაუბრონ ბევრი თავისუფლების შესახებ და არ მიუთითონ მთავრობას დაშვებულ შეცდომებზე“, - ამბობს სასულიერო პირების ახლობელი, რომან იასევიჩი.
ვიქტორ ჟუკი იეზუიტია, წმ. ვლადისლავის საკრებულოს წინამღვარი და ალექსეი ვარანკო კი, ბერძნულ-კათოლიკური წესის ქრისტეს აღდგომის სახელობის სამრევლოს ვიკარიუსი (დამხმარე მღვდელი).
მღვდლები დაკავების შემდეგ, ვიტებსკის ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ პატიმრობაში დატოვებენ სასამართლომდე, რომელიც გაიმართება 9 დეკემბერს.
სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს დილიდან მიმდინარეობს.