top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბელგიის სააბატომ 200 წლის წინ ფერფლად ქცეული ლუდსახარში აღადგინა


ბელგიის, გრიბმერგენის სააბატოს ბერებმა, 200 წლის შემდეგ, ლუდსახარში განაახლეს. ეს მცირე ლუდსახარში აწარმოებს ლუდს, რომელიც სააბატორს სახელწოდებას ატარებს.


სააბატო, რომლის სიმბოლოც ფენიქსია ლათინური დევიზით, Adret nec consumitur (დამწვარი, მაგრამ არა განადგურებული), 1798 წელს ორჯერ დაწვეს და მიწასთან გაასწორეს ფრანგულმა ჯარებმა, ამით მათ გაანადგურეს ლუდის ხარშვის ტრადიცია, რომელიც სათავეს მეთორმეტე საუკუნიდან იღებდა.


თეთრი ჰაბიტის მატარებელი სააბატოს უმცროსი აბატი, ბერი კარელ სტაუტემასი, რომელიც ლუდის ხარშვის შესწავლის ბოლო ეტაპზეა, ამბობს, რომ ბელგიის სააბატოებისთვის ლუდის ხარშვის ტრადიცია მეორე სიცოცხლე იყო და ნორბერტინელებმა სიხარულით მიიღეს მისი დაბრუნება.


„მონასტრისათვის ძირითად საქმიანობას წამოადგენდა, რა თქმა უნდა, რელიგია, თუმცა ლუდის ხარშვა აუცილებელი გახლდათ, ვინაიდან შუა საუკუნეებში წყალი სასმელად უვარგისი იყო და ლუდი წარმოაგენდა გარკვეული თვალსაზრისით გადასახადსაც“, - ამბობს ბერი.


1128 წელს დაარსებული სააბატო, ლუდის ხარშვის კომერციულ საქმიანობაში 1958 წლიდან ჩააერთო, მაშინ ადგილობრივმა ფირმამ Maes ბერებს ფული გადაუხადა გლიბმერგების სახელწოდებისა და ფენიქსის სიმბოლოს გამოყენებისათვის.


დღეისათვის, აღნიშნულზე გლობალური უფლება დანიურ კარლსბერგს აქვს.


ახალ მცირე ლუდსახარშს სურს გააერთიანოს თავის თავში ლუდის წარმოების 900 წლიანი ტრადიცია, რომელზეც მოწმობს სააბატოს ბიბლიოთეკაში არსებული წიგნი ლუდის ხარშვის ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. ლუსახარში გამოუშვებს გრიმბერგენის ლუდის სამ სახეობას.


კალრსბერგის ლუდსახარშის ხელმძღვანელი, მარკ-ანტუან სოშონი, რომელიც წლიურად ათიათას ჰეკტოლიტრ ლუდს აწარმოებს, ამბობს, რომ ლუდის უახლესი სახეობის ძირითადი ფორმულა შუასაუკუნეების ტრადიციის მიხედვით შებოლილი ალაოს გამოყენებაა.


„მე ვფიქრობ, რომ აღნიშნული იდეა გადის გამოცდას, ექსპერიმენტი და ცდა არის სიახლე ამ თვალსაზრისით“, - ამბობს მეწარმე.


პროექტი მიმართულია ადგილობრივი კულტურის გამოყენებისაკენ, სწორედ ამ მიზნით სააბატოს ბერებმა თავიანთ მიწაზე დათესეს ალაო და სხვადასხვა მცენარე. აქ მათ აღმოაჩინეს ძროხის ძვლები, რომელსაც იყენებდნენ ლუდის გასაღიავებლად.


გრიბმერგენის სააბატოს ბერები გამოიყენებენ ტრაპისტების ლუდის ხატრშვის მეთოდს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ წარმოადგენენ ტრაპისტთა ორდენს. მათი მოთხოვნით ლუდი მოიხარშება სააბატოს კედლებში და გააკონტროლებენ სამუშაოს. შემოსავალს კი გამოიყენებენ საქველმოქმედო და სააბატოს შენახვისთვის.



წყარო: www.reuters.com


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page