
ემერიტუსი პაპი ბენედიქტე XVI, მარიამის უმანკო გულისადმი უკრაინისა და რუსეთის მიძღვნის აქტს შეუერთდება.
აღნიშნულ აქტს, პაპი ფრანცისკე 25 მარტს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლენს. ხოლო მისი დესპანი, კარდინალი კრაიევსკი ამავე აქტს აღავლენს ფატიმაში (პორტუგალია).
სააგენტო CNA – ს ინფორმაციით, ემერიტუსი პაპის გადაწყვეტილება მისმა პირადმა მდივანმა, არქიეპისკოპოსმა, გეორგ გიონსვენმა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზით ბენედიქტე XVI უპასუხებს პაპ ფრანცისკეს გამოწვევას, რომელიც გაუგზავნა ყველა ეპისკოპოსს, რათა შეუერთდნენ მიძღვნის აქტს.
ამ დღეებში, ემერიტუსმა პაპმა პირადი წერილი გაუგზავნალვოვის, ლათინური წესის კათოლიკე მიტროპოლიტს, არქიეპისკოპოს მიეჩსლავ მოკშიცკის და აღნიშნა, რომ იგი ლოცულობს უკრაინისათვის.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი