• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბზობის კვირა ეკლესიის ტრადიციაში


2022 წლის 10 აპრილს, კათოლიკე ეკლესია ბზობას ზეიმობს. იგი დიდმარხვის მეექვსე კვირას აღინიშნება. ტრადიციულად, საქართველოში არსებულ ტაძრებში აღევლინება წმ. წირვა და იკურთხება ბზის ტოტი.


ბზობა – არალი 2021

დიდმარხვის მეექვსე კვირას ბზობის კვირა ანუ ვნების კვირა ეწოდება. იწყება ლიტურგიკული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - წმინდა კვირა.


ეკლესია ამ დღეს იხსენებსუფალ იესოს იერუსალიმში საზეიმო შესვლას, რომელსაც ოთხივე მახარებელი აღწერს. საზეიმო წირვა იწყება ბზის, (პალმის ან ზეთისხილის რტოების) კურთხევის რიტუალით და ტაძრისკენ მსვლელობით.


ბზის (პალმის ან ზეთისხილის რტოები) კურთხევის ჩვეულება დაახლოებით VII საუკუნეში გაჩნდა, დღევანდელ საფრანგეთში. მსვლელობა, თავის მხრივ, წმინდა მიწიდან დაიწყო. სწორედ იერუსალიმის ეკლესია ცდილობდა ზუსტად გაემეორებინა უფალ იესოს ცხოვრებისეული მოვლენები.


IV საუკუნეში უკვე იყო მსვლელობა ბეთანიიდან იერუსალიმში, რასაც მოწმობს ეგერია (გალელი ან ესპანური წარმოშობის ქრისტიანი მომლოცველი) ტექსტის ავტორი, რომელიც ცნობილია როგორც Itinerarium Egeriae ან Peregrinatio Aetheriae ad loca sancta. მისი მოგონებების თანახმად, ბზობის კვირას პატრიარქი, ხალხის ბრბოს გარემოცვაში, ვირზე დაჯდა და წმინდა ქალაქში შეაბიჯა, ხოლო მორწმუნეები, სიხარულით მიესალმნენ მას, ხალათები და პალმები გაშალეს მის წინ. შემდეგ ყველა წავიდა აღდგომის ბაზილიკაში (ანასტასი), სადაც საზეიმო ლიტურგია აღევლინა.


ეს მსვლელობა მთელს ეკლესიაში გავრცელდა. რომში, აღდგომის მომზადების მეექვსე კვირას, თავდაპირველად მხოლოდ ვნების კვირა აღინიშნებოდა, რომლის დროსაც ვნება საზეიმოდ იგალობებოდა.


მხოლოდ IX საუკუნეში შევიდა რომაულ ლიტურგიაში იერუსალიმის ტრადიციის ჩვეულება უფალ იესოს იერუსალიმში შესვლის აღსანიშნავად. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ორივე ტრადიცია გაერთიანდა და ბზობის კვირას ლიტურგიას ორმაგი ხასიათი მისცა (შესვლა და ვნება). თუმცა, სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში ამ მსვლელობას სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. მაგალითად, ეპისკოპოსი ვირზე ამხედრებული დადიოდა,ატარებდა პალმებით მორთულ ჯვარს, სახარების წიგნს და აკურთხებდა ხალხს.


პირველად დოკუმენტური მოხსენიება ბზობის მსვლელობის შესახებ ჩანსთეოდულ ორლეანელის (+ 821) მონათხრობში. ზოგიერთ ცნობებში ასევე ნათქვამია, რომ იმ დღეს ეპისკოპოსებს ჰქონდათ პატიმრების შეწყალების უფლება.


დღეს განახლებული ლიტურგია გვირჩევს, რომ ვნების კვირას მორწმუნეები შეიკრიბონ ეკლესიის წინ, სადაც უნდა მოხდეს ბზის (პალმის ან ზეთისხილის რტოები) კურთხევა. იკითხება ნაწყვეტი სახარებიდან უფალ იესოს იერუსალიმში შესვლის შესახებ.


ბზობის კვირის ყოველი წირვის დროს, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, იკითხება ვნების სახარება (მათე, მარკოზი ან ლუკას გადმოცემით - წითელ პარასკევს იკითხება იოანეს სახარება).


წარსულში, ბზობის კვირას, მღვდელი იასამნისფერ ლიტურგიულ შესამოსელს იცვამდა, დღეისათვის კი იგიწითელი ფერით იმოსება.


მსვლელობა ტრიუმფალურია. ქრისტე შედის წმინდა ქალაქში, როგორც მეფე და უფალი.


catholic.ge