წმინდა საყდარი ბირთვული ომის წინააღმდეგ გამოდის. საფრთხეების შესახებ, პაპის სამეცნიერო აკადემიამ განცხადება გამოაქვეყნა. იგიმოქალაქეების, უპირველეს ყოვლისა კი, სახელმწიფოთა ლიდერებისა და მეცნიერებისკენაა მიმართული.
განცხადება იწყება რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების საკითხით.„აგრესორის მხრიდან მომწიფდა ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე“ – ნათქვამია ტექსტში. სახელმწიფოთა ხელმძღვანელები მოწოდებულნი არიან გამოიჩინონ ინიციატივა, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ომი უკრაინაში და საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მეცნიერებმა უნდა შეიმუშაონ პრაქტიკული მეთოდები ბირთვული შეიარაღების გასაკონტროლებლად. განცხადების ბოლოს კი, გაჟღერებულია მოწოდება თითოეული ადამიანის მიმართ: “იბრძოლეთ მხოლოდ ერთ ბრძოლაში, ეს არის ბრძოლა ომის გარდაუვალობის წინააღმდეგ”.
ჯერ კიდევ 1982 წელს, პაპის სამეცნიერო აკადემიამ დაიწყო საუბარი ბირთვული შეიარაღების შესახებ. მაშინ მიიღეს დეკლარაცია ატომური ომების შეწყვეტის შესახებ. გასული საუკუნის 80–იანი წლების შემდეგ, სიტუაცია გაუარესდა კიდეც. კერძოდ,საუბარია უნდობლობის ზრდაზე ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ასევე სახელმწიფოებსა და მათ დაჯგუფებებს შორის. აშშ–სა და ჩინეთს, ევროპასა და რუსეთს შორის.
გადარჩენისა და ღირსეული ცხოვრების, ადამიანთა კონსტიტუციური უფლების აღიარებითა და მათი ბედნიერებისაკენ სწრაფვით, მეცნიერებამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური მიღწევების აყვავებას, მის რეალიზებასა და მშვიდობას.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments