top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა მიუღებელია’ – წმინდა საყდარი



ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია რამდენჯერმე დაიბომბა – უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ევროპის უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით გახსნილი ცეცხლის გამო. ამის შესახებ ნიუ–იორკში გამართულ გაეროს კონფერენციაზეც იმსჯელეს.


„სახელმწიფოები მოწოდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან და განავითარონ ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება“ –ამის შესახებ წმინდა საყდრის დელეგაციის ხელმძღვანელმა არქიეპისკოპოსმა გაბრიელ კაჩამ, გაეროს ხელშეკრულების გაუვრცელებლობის შესახებ კონფერენციაზე ისაუბრა.


"ატომური ენერგია, მედიცინა და სამეცნიერო ცენტრები არ უნდა იქცეს ომის სამიზნეებად. წინააღმდეგ შემთხვევაში,ისინი შეიძლება გახდნენ „ბინძური ბომბების“ გავრცელების ან გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების წყარო, რაც ზიანს აყენებს ამჟამინდელ და მომავალ თაობებს“, –წმიდა საყდარმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ჟენევის კონვენციების პირველი ოქმი კრძალავს დარტყმებს ატომურ ელექტროსადგურებზე და მოუწოდებს სამოქალაქო ობიექტების დაცვას საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტად განხილვისკენ.


„დღეს, მსოფლიოში 440 ბირთვული რეაქტორია, რომლებიც დაბალი ნახშირბადის გამონაბოლქვით გლობალური ენერგიის მეხუთედს აწარმოებენ და ისინი გადამწყვეტ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში“.


არქიეპისკოპოსმა კაჩამ აღნიშნა, რომ ბირთვული ტექნოლოგიები ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, ისინი მონაწილეობენ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მოსავლიანობის გაზრდაში, წყლის რესურსების დაცვასა და ოკეანის დაბინძურების მონიტორინგში.


ყოველწლიურად კაცობრიობა აწარმოებს ასობით მილიონ ტონა ნარჩენს, ძირითადად არაბიოდეგრადირებადს, ტოქსიკურს ან რადიოაქტიურს. იერარქმააღნიშნა, რომ ხშირად ამ ნარჩენების პრობლემებს მხოლოდ მას შემდეგ აგვარებენ, რაც გამოუსწორებელი ზიანს მიაყენებენ ადამიანებს.


წმინდა საყდრის წარმომადგენელმა გაეროში, მოუწოდა "ბირთვული ავარიებით და ურანის მოპოვებით დაზარალებული ტერიტორიების გაჯანსაღებისაკენ, მათგან დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევისა და რადიაციული მაღალი დონის მქონე რადიოაქტიური ნარჩენების გრძელვადიანი შენახვის შესახებ გადაწყვეტილებების კოორდინაციისაკენ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page