• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ბიჭი, რომელიც პაპს დაჰპირდა, რომ მღვდელი გახდებოდა, მონასტერში მიდის

2013 წელს, რიო–დე–ჟანეიროში მსოფლიო ახალგაზრდულ დღეზე 9 წლის ბიჭუნამ ხალხის მასები გაარღვია და პაპ ფრანცისკეს ჩაეხუტა. ეს ბიჭი უკვე 18 წლისაა და მონასტერში წასასვლელად ემზადება.


9 წლის ნათან დე ბრიტო ესაუბრება წმინდა მამას და ეხუტება. ასე იწყება მსოფლიო ახალგაზრდული დღის ფილმი რიო–დე–ჟანეიროდან.


“მე ვუთხარი ფრანცისკეს, რომ მინდა მღვდელი გავხდე და ქრისტეს ვემსახურო. პაპი დამპირდა, რომ ილოცებდა ჩემთვის და მთხოვა, რომ მეც მელოცა მისთვის. როცა დავასრულე მასთან საუბარი, ფეხები ერთიანად მიკანკალებდა, ბევრი ვიტირე, მარტო მე კი არა, მის გვერდით მდგარი დაცვაც კი ტიროდა. აბა ვინ არ იტირებდა ასეთ დროს?“, – აღნიშნანათანმა.



მან შეასრულა სიტყვა, რომელიც პაპს დაჰპირდა, როცა 9 წლის იყო.ამჟამად იგი ფრანცისკელთა ორდენში, მცირე ძმებთან პოსტულატია.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი