• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გაიზარდა თუ დაიკლო კათოლიკეთა რიცხვმა მსოფლიოში – სტატისტიკა


მაშინ, როდესაც ევროპის ტერიტორიაზე კათოლიკეთა რიცხვი იკლებს, სხვა კონტინენტებზე მათი რაოდენობა იზრდება, განსაკუთრებით კი აფრიკაში. გამომცემლობა Fides-მა მსოფლიოში კათოლიკეთა რაოდენობის შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.



პაპის მისიის საზოგადოების სამსახურმა Fides-მა, როგორც ყოველ წელს, 2021 წელსაც ეკლესიის სტატისტიკური ცნობები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ბოლო, 2019 წლის მონაცემები, კათოლიკეების, კათოლიკური სტრუქტურებისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში არსებული კათოლიკური პროექტებისა. ეს მონაცემები 2018 წლის მონაცემებთანაა შედარებული.


2019 წლის ბოლო მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ 7 577 777 000 ადამიანს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 81 383 000 ადამიანით მეტია. მოსახლეობის ზრდა ყველა კონტინენტზე შეიმჩნევა, მათ შორის ევროპაშიც. განსაკუთრებული ზრდა კი აზიის კონტინენტზე დაფიქსირდა, ( + 40 434 000) ასევე აფრიკის კონტინენტზე (+33 360 000), ამათ მოჰყვება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა (+6 973 000), ევროპა (+157 000) და ოკეანეთი (+459 000).


2019 წელს კათოლიკეთა რაოდენობა 1 344 403 000 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 15 410 000 –ით მეტია. ზრდა ევროპის გარდა ყველა კონტინენტზე შეიმჩნევა, ევროპაში კათოლიკეთა რიცხვი 292 000 –ით შემცირდა.


Fides - ის ცნობით, როგორც გასულ წელს, ამ წელსაც კათოლიკეთა გაზრდილი რაოდენობით განსაკუთრებით გამოირჩევა აფრიკის კონტინენტი (+8 302 000), ამერიკის კონტინენტი ( +5 373 000), ამას მოჰყვება აზია (+1 909 000) და ოკეანეთი ( +118 000).


მთელს დედამიწაზე კათოლიკე მოსახლეთა ზრდა ინარჩუნებს სტაბილურობას. 2019 წლის ბოლო მონაცემებით, კათოლიკეები მსოფლიოს მოსახლეობის 17,74%–ს შეადგენენ, რაც გასულ წელთან შედარებით 0,01%–ით მეტია.


კათოლიკე ეპისკოპოსთა რაოდენობამ მსოფლიოში 13 ადამიანით იკლო, რაც დღეის მონაცემებით 5 364–ს მღვდელმსახურს შეადგენს. მსოფლიოს მასშტაბით საერთო რაოდენობამ იმატა (+217).


იმატა ეპარქიული მღვდლების რაოდენობამაც (+262) და 282 136 შეადგინა, ორდენებისა და კონგრეგაციის წარმომადგენლები – 132 200 (+9).


კონტინენტები, რომლებზეც დაფიქსირდა კლება, ესენია: ევროპა (–2608), ამერიკა, (–690) და ოკეანეთი (–69).


იმატა აფრიკასა (+1 649) და აზიაში (+1 989).


დედამიწის ხუთივე კონტინენტზე, განსაკუთრებით კი ევროპასა და ამერიკაში იმატა მუდმივ დიაკონთა რიცხვმა და მათი საერთო რაოდენობა 48 238 (+763) გახდა. ასე, რომ ერთ მღვდელზე 3 245 მორწმუნე (+35) მოდის.


რაც შეეხება ბერ–მონაზონთა რიცხვს, იგი შემცირდა 11 562 ადამიანით და შეადგენს 630 099–ს. მათი ზრდა კვლავ აფრიკის კონტინენტზე დაფიქსირდა (+835), ასევე აზიაში (+599). შემცირდა ევროპაში (–7 400), ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში (–5 315), ოკეანეთში (–281).


ბერების რაოდენობა (მამაკაცები) მხოლოდ აფრიკაში გაიზარდა (+89), მაგრამ საერთო ჯამში, იკლო 646 ადამიანით და მათი საერთო რაოდენობა 50 295 გახდა.


საერო მისიონერთა რაოდენობა მსოფლიოში 34 252 ადამიანით გაიზარდა და 410 400 გახდა. კატეხიზატორთა რიცხვმა 2 590 ადამიანით იკლო და შეადგენს 3 074 034 ადამიანს.


უმაღლესი სასულიერო სემინარიების სტუდენტთა რაოდენობამ ეპარქიულ სემინარიებსა და საბერმონაზვნო სასწავლებლებში 1 822 ადამიანით იკლო და შეადგენს 114 058 ადამიანს.


კათოლიკე ეკლესიაში სულ 76 667 საბავშვო ბაღია, სადაც დადის 7 532 992 ბავშვი, ეკლესიას აქვს 98 925 დაწყებითი სკოლა, სადაც მასწავლებლებთან ერთად სულ 35 188 771 ადამიანია, ხოლო საშუალო სკოლების რაოდენობა 49 552–ია, სადაც დადის 19 370 763 ადამიანი. ამას გარდა, კათოლიკურ უნივერსიტეტებში სწავლობს სულ 3 833 012 სტუდენტი.


მსოფლიოს მასშტაბით, ეკლესიაში არის საქველმოქმედო ფონდები და სამედიცინო ცენტრები. ფუნქციონირებს 5 245 საავადმყოფო.


რადგანაც ინფორმაციის შეკრება გრძელი და რთული პროცესია, წარმოდგენილი მონაცემები შეიძლება იცვლებოდეს კოვიდ პანდემიის შემდგომ და საჭიროებდეს დაზუსტებას. პანდემიის გავრცელების შემდეგ, პირველი სტატისტიკური მონაცემები 2022 წელს გამოქვეყნდება.


წყარო: catholic-kazakhstan.org


შოთა გიქოშვილი

0 comments