• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გამოცხადდება თუ არა წმინდა ირინეოს ლიონელი ეკლესიის მასწავლებლად




20 იანვარს პაპმა ფრანცისკემ წმინდანთა საქმეების კონგრეგაციის პრეფექტი, კარდინალი მარჩელო სემერარო აუდიენციაზე მიიღო. კარდინალმა წმინდა მამას შესთავაზა დაეკმაყოფილებინა კონგრეგაციის პლენარულ სხდომაზე კარდინალებისა და კონგრეგაციის წევრების მიერ ერთხმად შეთავაზებული წმინდა ირინეოს ლიონელის საყოველთაო ეკლესიის მასწავლებლად გამოცხადება.


გარდა ამისა, პაპმა კონგრეგაციას მიანიჭა უფლება–მოსილება გამოსცეს დეკრეტი სამი იტალიელი ბერ–მონაზვნის შესახებ. მონა ღვთისა (Servo di Dio), ფრანჩესკო სავერიო ტოპი, კაპუცინელი ბერი და პომპეის პრელატ–არქიეპისკოპოსი, რომელიც 2007 წელს აღესრულა; მონა ღვთისა (Servo di Dio), მარია ტერეზა დე ვინჩენტი, უწმინდესი გულის მცირე მუშაკთა კონგრეგაციის დამაარსებელი, რომელიც აღესრულა 1936 წელს და მონა ღვთისა (Servo di Dio) გაბირელა ბორგარინო, რომელიც იყო გულმოწყალე ქალიშვილთა საზოგადოების მონაზონი და აღესრულა 1949 წელს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი