top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

განმარტებები პეტრეს ტაძარში წირვის აღვლენის ახალი წესების შესახებ

ვატკანში, წინდა პეტრეს ტაძარში წმინდა წირვის აღსრულების გარკვეული თანმიმდევრობა შეიცვალა. ამის შესახებ, ვატკანის საიტზე განთავსებულმა განცადებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.


2021 წლის მარტში, ვატიკანის საიტზე გამოქვეყნდა განცხადება პეტრეს ტაძარში წმინდა წირვის ჩატარების წესებთან დაკავშირებით. ვატიკანის სახელმწიფო მდივნის, 12 მარტის განცხადებაში წერია, რომ პეტრეს ტაძარში წმინდა წირვის აღსრულების გარკვეული თანმიმდევრობა შეიცვალა.


განცხადებამ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი გამოიწვია, რის გამოც, ვატიკანის ბაზილიკის არქიპრესვიტერმა, კარდინალმა მაურო გამბეტიმ, დაწვრილებითი განმარტებები გააკეთა.


ახალი წესები ორ მიზანს ემსახურება:


– უზრუნველყოს დაწესებული განრგის დაცვა და ღვთისმსახურების ღირსეული აღსრულება;

– შეძლებისდაგვარადა უპასუხოს მორწმუნეთა საჭიროებებს.


ახალი წესდების თანახმად, მღვდლებს დილის 07:00 საათიდან 09:00 საათამდე შეუძლით თანამსახურება აღასრულონ, დადგენილ ადგილზე განთავსებული განრიგის შესაბამის ერთ-ერთ წმინდა წირვაზე. ამავდროულად, მოქმედებს ზოგიერთი გამონაკლისი: მაგალითად, თუ საუბარია ისეთი წმინდანის ლიტურგიულ მოხსენიებაზე, რომლის რელიქვიაც ბაზილიკაში ინახება და ასევე საუბარია დროსთან დაკავშირებით.


ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება ერთდროულად რაომდენიმე წმინდა წირვის აღსრულება, თუ საუბარია მომლოცველთა ჯგუფებზე ანდა რომაული კონდაკით გათვალისწინებულ ექსტრაორდინალურ წირვებზე.


კარინალი გამბეტი ეყრდნობა ვატიკანის მეორე კრების კონსტიტუციას წმინდა ლიტუგიის აღსრულების შესახებ. იგი ხაზს უსვამს, რომ ლიტურგიული ქმედება არ არის კერძო ქმედება, არამედ ეკლესიის საქმიანობაა, რომელშიც წარმოდგენილია ერთობის საიდუმლო და ყოველთვის სასურველია ლიტურგიის ერთობლივი აღსრულება ვიდრე ცალკეული.


„თუმცა ყოველთვის ძალაში რჩება წირვის აღსრულების საზოგადო და სოციალური ხასიათი. ასე რომ, როცა ეს შესაძლებელია, მღვდელმსახურებმა გაცმობიერებულად უნდა იმსახურონ ვატიკანის ბაზილიკაში აღსრულებულ ერთ - ერთ წირვაზე, ამავდროულად, გათვალისწინებულია წამყვანი მღვდელბის მონაცვლეობა. ცალკეული მორწმუნეები და ასევე ჯგუფები მოხმობილნი არიან, განრიგით გათვალიწინებულ ერთ-ერთ წმინდა წირვაზე მაინც მიიღინ მონაწილეობა. მათი მონაწილეობა კი იქნება, სახარებისეული ანარეკლის ძმური ერთობის ნიშანი და არა პარტიკულარიზმი“, – განაცხადა კარიდნალმა გამბეტიმ და დააზუსტა, რომ ამავდროულად, მორწმუნეების მონაწილეობის გარეშეც კი, ცალკეული მღვდელი მოწოდებულია, სრულად აღასრულოს წმინდა წირვა.


„გამონაკლისთა შორის, რომლებიც უნდა ემსახურებოდეს მორწმუნეთა სიკეთეს, ჩამოთვლილია მაგალითად წმინდა წირვები ლათინური და იტალიური ენისგან განსხვავებულ ენებზე, ასევე გათვალიწინებულია მომლოცველ ჯგუფთა სხვადასხვა საჭიროებები. გარდა ამისა, განცხადებები მორწმუნეების გარეშე წირვის აღსავლენად მიიღება ჩვეულებრივ იმ პირობით, რომ გამონაკლისი არ იქცევა წესად. გამონაკლისი დაიშვება ასევე სხვადასხვა მოწესეთა ღვთისმსახურების აღვლენისას.


რაც შეეხება წმინდა წირვების აღსრულებას რომაული კონდაკის მიხედვით, ყველფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა უპასუხონ მორწმუნეთა და მღვდელბის მოთხვონილებებს Motu Propio Summorum Pontificum - ის თანახმად“, – ნათქვამია ტექსტში.


„რადიო ვატიკანთან“ ინტერვიუში კარდინალი გამბეტი განმარტავს, რომ ინდივიდუალური წმინდა წირვები, მებრძოლი ეკლესიისათვის გარკვეული თვალსაზრისით წარმოადგენს შეზღუდვას, მაშინ, როცა ჩვენი ნაზიარები რწმენის საიდუმლო თავისი სისრულით გამოხატულია ერთობლივ ლიტურგიაში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comentários


bottom of page