top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

გარდაიცვალა ფეხბურთის ლეგენდა პელე

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრაზილიელი საფეხბურთო ლეგენდა, ფეხბურთის მეფე – პელე.


პელე – სრული სახელი, ედსონ არანტეს დუნასიმენტუ, ბრაზილიელი ფეხბურთელი, “ნიუ-იორკ კოსმოსის” საპატიო პრეზიდენტი იყო და დიეგო მარადონასთან ერთად, აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.


მან სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (1958,1962,1970 წლებში). მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, იყო ბრაზილიური კლუბის „სანტოსის“ წევრი, სადაც ჯამში ითამაშა 605 მატჩი და გაიტანა 589 გოლი. 1979 წელს, პელემ სპორტული კარიერა დაასრულა. გამოსამშვიდობებელ მატჩს, ტრიბუნებიდან დაახლოებით 200 000 გულშემატკივარი უყურებდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი, გარდა სპორტული ნიჭისა, გამოირჩეოდა ასევე ღრმა რელიგიურობით.


ერთ დღეს, პელემ დედისა და მწვრთნელის დიალოგი მოისმინა. დედა ამბობდა: “ბატონო, ჯერ ხომ ბავშვია, სკოლა დაამთავროს და განათლება მიიღოს”. რაზეც მწვრთნელმა უპასუხა: „სანტოსი“ საფეხბურთო აკადემია და ინსტიტუტია, ეს მისი შანსია“.


„მთელი ღამე არ მეძინა, ჩავიხუტე ღვთისმშობლის ქანდაკება და ვთხოვდი: ღვთისმშობელო, მირჩიე რამე. დამეხმარე დედაო ღვთისა და წარმიძეხ….”. ჩემთან მოვიდა მამა და მითხრა: “ვიცი, რომ არ გძინავს, შვილო. ეს იყო ჩემი ცხოვრების ოცნება, რომელიც არ ამიხდა, უფალმა შენ მოგიმზადა ჩემი ადგილი. ითამაშებ პროფესიონალურ ფეხბურთს. დააფასე ეს! თავი ხელში აიყვანე, ყოველთვის ისე ითამაშე, თითქოს უკანასკნელ მატჩს ატარებდე. ვინც ხმამაღლა ყვირის, ის ვერაფერს აღწევს”. იმ ღამეს ვერ დავიძინე. ვტიროდი და მთელი ღამე ვლოცულობდი“.


„სანტოსში“ მოგზაურობა მისთვის ჰიტი გამოდგა. პელე სწრაფად გახდა ბრაზილიის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. კარგი თამაშის წყალობით, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ გამოიძახეს.


1958 წლის 28 ივნისს შვედეთისა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი რასუნდას სტადიონზე, სამეფო წყვილის თანდასწრებით გაიმართა. პელე გასახდელში გაუჩინარდა. მწვრთნელმა იცოდა სად უნდა ეპოვა იგი. პელე მუხლებზე იდგა და ლოცულობდა. მწვრთნელი მას ნაზად შეეხო. არაფერი უთქვამს, ანიშნა, რომ მოედანზე წასვლის დრო იყო. პელემ, როგორც ყოველთვის, პირჯვარი გამოისახა, ღვთისმშობლის მედალიონს აკოცა და სტადიონზე გავიდა. ის თამაში ბრაზილიის გამარჯვებით 5:2 დასრულდა, სადაც გამარჯვების მთავარი გმირი პელე გახდა.


შოთა გიქოშვილი


Commentaires


bottom of page