სიცილია გლოვობს მისიონერსა და საზოგადო მოღვაწეს, „იმედისა და სიყვარულის მისიის“ დამაარსებელს, ძმა ბიაჯო კონტეს. იგი დაეხმარა დაახლოებით 600 ღარიბს, მიგრანტსა და უსახლკაროს.

როგორც პალერმოს მიტროპოლიტმა, კარდინალ დე ჯიორიმ თქვა: “ძმა ბიაჯო ამ ქალაქისთვის თანამედროვე წმინდა ფრანცისკე იყო”. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ძმა ბიაჯომ ახალგაზრდობაში ღრმა ეგზისტენციალური კრიზისი განიცადა. უარი თქვა თავისი ცხოვრების წესზე, ერთი წლის განმავლობაში დახეტიალობდა სიცილიის ტყეებსა და მთებში.
ჰერმან ჰესეს სწავლების გაცნობის შემდეგ, იგი ღვთისკენ მოიქცა. კორლეონეს ფრანცისკელთა საზოგადოებით დაინტერესებულმა, წმინდა ფრანცისკეში ღარიბი პიროვნება აღმოაჩინა და ასიზამდე მომლოცველობაზე ფეხით წავიდა.
წმინდა ფრანცისკეს სამარხთან ლოცვისა და ევროპაში არაერთი მომლოცველობის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ უნდა დახმარებოდა თავისი ქალაქის, პალერმოს ღარიბ მოსახლეობას. ამ სულისკვეთებით განმსჭვალულმა დააარსა „იმედისა და სიყვარულის მისია“. 2018 წელს ძმა ბიაჯო პაპმა ფრანცისკემ მოინახულა.
„შუასაუკუნეების სამოსით შემოსილი ძმა ბიაჯო პალერმოს გამორჩეული ფიგურა იყო, მისი საქმეები არის ნიშანი ღარიბებისათვის მსახური ღარიბი ეკლესიისა“, - თქვა არქიეპისკოპსმა, კორადო ლორეფიჩემ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი