top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘გთხოვთ კურთხევას საქართველოსა და სომხეთის ეკლესიებისთვის’ – ბენედიქტე XVI–ეს მღვდლობის იუბილე



29 ივნისს, ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI–ის მღვდლად კურთხევიდან 70 წელი გავიდა. პაპი ფრანცისკე ულოცავს მას იუბილეს. ბენედიქტე XVI–სადმი მისალოცი წერილი გამოაქვეყნა წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოსა და სომხეთში, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმაც


პაპ ფრანცისკეს განცხადებით, ემერიტუს პაპის, ბენედიქტე XVI –ის, მღვდლად კურთხევის 70 წლისთავი, ის საიუბილეო თარიღია, რომელიც ყოველი მორწმუნის გულამდე აღწევს.


მოქმედმა პაპმა თავის წინამორბედს მადლობა გადაუხადა სანდო დამოწმებისა და ხედვებისათვის, რომლებიც მუდამ ღმერთისაკენ იყო მიმართული.




ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე XVI –ის კურთხევიდან საიუბილეო თარიღის შესახებ, პაპმა ფრანცისკემ ანგელუსის ლოცვის შემდეგ ისაუბრა, მის სიტყვებს კი, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მორწმუნეების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა: „ბენედიქტე, ძვირფასო მამავ და ძმაო, გპირდებით ჩვენს სიყვარულს, მადლიერებასა და სიახლოვეს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.


„იგი იმ მონასტერში ცხოვრობს, სადაც იკრიბება სხვადასხვა საზოგადოება და ეკლესიისთვის ლოცულობს. დღეს, ვატიკანში, ჭვრეტის ობიექტია ბენედიქტე მეთექვსმეტე, რომელმაც თავისი ცხოვრება ეკლესიისთვის ლოცვასა და რომის ეპარქიას მიუძღვნა. იგი არის ამავე ეპარქიის, რომის ემერიტუსი ეპისკოპოსი.

ბენედიქტე, ძვირფასო მამავ და ძმაო შენი დაუღალავი მოწმობისათვის, შენი ხედვებისათვის, რომლებიც მიმართულია ღმერთისაკენ. მადლობა“, - აღნიშნა პაპმა.

დღესვე, ემერიტუსი პაპისადმი მილოცვის წერილი გამოაქვეყნა წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, არქიეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა.



პირადად ჩემი, ჩემი მრჩევლის, მისი აღმატებულება ლატერცას სახელით, წმინდა საყდრის წარმომადგენლობის თანამშრომელთა და საქართველოსა და სომხეთის კათოლიკური საკრებულოების სახელით, ვუერთდებით თქვენი მღვდლობის 70 წლისთავთან დაკავშირებულ Te Deum - ს.


ამ 14 ათწლეულის განმავლობაში, უფალმა იესომ მიანიჭა თქვენს უწმინდესობას მადლი, რათა განამტკიცოთ მისი ერის რწმენა და მისი სამწყსო იყოს ეკლესიის საიმედო ხელში. თქვენი აკადემიური ნაშრომები და პაპისეული სწავლება ჩვენთვის, ყველასათვის ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს, სადაც ორიათასწლიან კათოლიკობის ტრადიციაში რწმენის ჭეშმარიტებას ვეძიებთ.


მადლობას გიხდი წმინდა მამავ იმისათვის, რომ როგორც მოსე მთაზე, თქვენც ასევე განაგრძობთ მონასტერში დუმილით ღმერთთან შუამდგომლობას, დედამიწაზე მომლოცველი ერისა, რომელიც ხანდახან ეჯახება სირთულეებსა და თანამედროვე რელატივიზმით გამოწვეულ აგრესიას.


თქვენი უმაღლესი მისიისათვის ლოცვებით გთხოვთ მამობრივ კურთხევას საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის საკრებულოებისათვის, განსაკუთრებით კი, დიპლომატიური შტაბისათვის, რომლის ინაუგურაციისთვისაც ვემზადებით ერევანში“, – წერს წმინდა საყდრის დესპანი.


catholic.ge

Comments


bottom of page