ბრაზილიაში, ესპირიტო სანტოს შტატში, პენჰეს მონასტრის ეზოში აღმართულია 20 მეტრიანი, გიგანტური კრიალოსანი. იგი არის სიმბოლო პენჰას ღვთისმშობლის დღესასწაულისა, რომელიც უკვე 453 წელია აღინიშნება.

ეს გიგანტური კრიალოსანი 25 წელია ეგებება მორწმუნეებს. მისი შექმნის იდეა ექიმ ოსმარ სალესს ეკუთვნის: “იდეა შემთხვევით გაჩნდა. 1997 წელს, რიო დე ჟანეიროში, მსოფლიო ოჯახების დღეზე, პაპ იოანე პავლე II -სთან შეხვედრისას, დავინახე გამჭვირვალე ბურთულებიანი კრიალოსანი, სწორედ ამის საფუძველზე, მომდევნო წელს დავიწყე პენჰას ღვთისმშობლის დღესასწაულის სიმბოლოსათვის მზადება”, - განმარტა ავტორმა.
კრიალოსნის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ღვთისმშობელი ხელში ყრმა იესოთი. “ღვთისმშობლის კალთა გვიფარავს, გვამშვიდებს და მუდამ გვამყოფებს თავისი ძის მფარველობაში. მარიამი გვიცავს და მიგვიძღვის, ხოლო რწმენის, ღვთისმოსაობისა და იესოს სიყვარულის ევქარისტია ამ გზაზე გვაძლიერებს. სწორედ ამიტომ განვათავსე ევქარისტიის სიმბოლო ჯვარზე, რათა გვახსოვდეს, რომ იესო მოკვდა მასზე, ჯოჯოხეთში შთავიდა, აღდგა და გვიხმობს ჭეშმარიტი ევქარისტიისაკენ”, - თქვა ექიმმა.
კრიალოსნის მედალიონი, რომელიც დაახლოებით ორიმეტრის სიგრძისაა, მხატვარმა, ვივიენ კიაბაიმ შექმნა. “გავაკეთე 60 სანტიმეტრის სიგრძის მაკეტი და დავიწყეთ მის სტრუქტურაზე მსჯელობა. რაც შეეხება ფერებს, შევმატეთ პენჰას უწმინდესი ღვთისმშობლის ფერები. მედალიონს გააჩნია რამდენიმე ფენა, რაც მას ფერებისა და ჩრდილების ეფექტს აძლევს”, - ამბობს ხელოვანი.
“2023 წელს გიგანტურ კრიალოსანს შევმატეთ ვერცხლის მასალა, რათა ამით აღგვენიშნაკრიალოსნის შექმნის 25 წლის საიუბილეო თარიღიდა ამ ბრწყინვალე მასალით მოგვეხდინა ლოცვის სულიერი განზომილების ხაზგასმა. მასზე დაახლოებით ათიათასი ან თერთმეტიათასი მილიმეტრებში გამოჭრილი თუნუქია, რომელიც წებოთი და ქინძისთავებით არის მიმაგრებული”, - განმარტავს კრიალოსანის შემქმნელი.
50 კილოგრამიანი კრიალოსანი პალმებს შორის, მაისის ბოლომდე დარჩება პენჰას მონასტრის ეზოში, რადგან მთელი თვე მონასტერი მიიღებს ესპირიტო სანტოს შტატის მამაკაც მომლოცველებს.
პენჰას მონასტერი 1558 წელს აიგო. მისი მფარველის მოხსენიების დღის აღნიშვნაკი 1571 წელს დაიწყო, როცა მორწმუნეთა მცირე ჯგუფმა წმინდა წირვა უწმინდესი ღვთისმშობლის სახელზე აღავლინა. დღეს, პენჰას ღვთისმშობლის დღესასწაული ბრაზილიაში ღვთისმშობლის დღესასწაულებს შორის მნიშვნელობით მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: pl.aleteia
შოთა გიქოშვილი