top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დავეხმაროთ სხვებს - INER Georgia-ს საშობაო ინიციატივა


საოჯახო პასტორალური კომისია და INER Georgia საადვენტო პერიოდში, ოჯახებს საინტერესო ინიციატივას სთავაზობს.


იდეა განსხვავებული გზით, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველებისათვის დახმარებას მოიცავს. ამისათვის ოჯახებს ცარიელი კალათა დასჭირდებათ, სადაც ყოველდღიურად ჩააწყობენ რაიმე გამოსაყენებელ ნივთს, რომელიც შემდეგში სხვებს გამოადგებათ.


„ამ თავისთავად მარტივ და განსხვავებულ იდეაში ოჯახის ყველა წევრი შეიძლება ჩაერთოს. ვთხოვოთ ჩვენს შვილებს, რომ კალათაში თავად ჩააგდონ რაიმე სასარგებლო ნივთი, შეიძლება ეს იყოს რაიმე გემრიელი ნუგბარი ან სხვა რამ. შობის დღეს დაინახავთ, რომ კალათა სავსე იქნება ტკბილეულით, წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთებით და ოჯახის ყველაზე პატარა წევრის მიერ ჩაყრილი საჩუქრებით - ბევრო შოკოლადებით!“ - წერენ ინიციატივის ორგანიზატორები.


მათივე განმარტებით, არ არის აუცილებელი საჩუქრები იყოს ძვირადღირებული: „მათი შერჩევა შეგიძლიათ არა მარტო მაღაზიიდან, არამედ სახლიდანაც. მოდით, გავცეთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ პერიოდში დღესასწაულის აღსანიშნავად დიდი მიზეზი არ გააჩნია“.


ინერ-ჯორჯია კათოლიკური ორგანიზაციაა. იგი 2002 წელს, ქუთაისში დაარსდა. მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში, ინფორმაციული და ფორმაციული საქმიანობა: ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდი, ფსიქოლოგის კონსულტაციები და ახაგაზდული შეხვედრები, იურიდიული კონსულტაცია და დედათა და ბავშვთა მხარდაჭერა.

Comments


bottom of page