• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დამტკიცდა, რომ პაპ იოანე–პავლე I-ის შუამდგომლობით სასწაული მოხდა



პაპ ფრანცისკეს თანხმობით, გამოქვეყნდა დეკრეტი, რომლის თანახმადაც პაპ იოანე პავლე პირველის შუამდგომლობით სასწაული მოხდა. იგი უკავშირდება 2011 წლის 23 ივლისს ბუენოს აირესში სასწაულებრივად განკურნებულ 11 წლის გოგონას.


13 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ პირად აუდიენციაზე მიიღო კარდინალი მარჩელო სემერარო და მიანიჭა უფლებამოსილება წმინდანთა საქმეების კონგრეგაციას გამოეცა დეკრეტი, რომელშიც აღიარებული იქნება მომხდარი სასწაული ღვთის მსახურთა მსახურის, ღირსი პაპის, იოანე პავლე პირველის შუამდგომლობით (ალბინო ლუჩიანი).


ათი წლის წინ, 2011 წლის 23 ივლისს ბუენოს აირესში სასწაულებრივად განიკურნა 11 წლის გოგონა. ვატიკანის დეპარტამენტის ცნობით, იგი იტანჯებოდა ავთვისებიანი რეფრაქტერული ეპილეფსიით. მწვავე ანთებითი ენცეფალოპათიით და ბრონქოპნევმონიის გამო, სეპტიკური შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ბავშვის კლინიკური სურათი ნაკლებ დამაიმედებელი და რთული იყო, პატარა არგენტინელის სიცოცხლე ნელ–ნელა ქრებოდა.


დედაქალაქის ერთ–ერთი სამრევლოს წინამძღვარმა გამოიჩინა ინიციატივა, შუამდგომლობით მიემართა ლოცვებში მომავალი ნეტარი პაპისათვის. მასში ჩართული იყო ასევე მთელი საავადმყოფო, პატარა პაციენტის ნათესავები, ადგილობრივი მრევლი და ინტენსიური თერაპიის განყოფილების მთელი მედ–პერსონალი. ისინიგამუდმებით აღავლენდნენ ლოცვას გოგონას გამოჯანმრთელებისათვის და პაპ იოანე პავლე პირველს შუამდგომლობას სთხოვდნენ.


2011 წლის 23 ივლისს პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. 25 აგვისტოს ეპილეფსიური შეტევები სრულად მოეხსნა. 5 სექტემბერს კი, იგი გაწერეს საავადმყოფოდან. მალევე სრულიად გამოჯანმრთელდა და დამოუკიდებლად ფიზიკური წინსვლა დაიწყო.


ლუჩიანის კანონიზაციის პროცესი ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. 3 წლის შემდეგ ვატიკანში ეპარქიული ფაზები და აქტები ჩავიდნენ. წმინდანთა საქმეების კონგრეგაციამ ძირფესვიანი სამუშაოები ჩაატარა, დამოწმებებსა და დოკუმენტებზე. საქმე 2017 წლის ნოემბერში დაასრულა.

სასწაულის ნამდვილობა ბუენოს აირესში დამტკიცდა და ვენეციელი პაპის ბეატიფიკაციის პროცესისათვის გადამწყვეტი გახდა. ნეტარად შერაცხვის პროცესის თარიღს პაპი ფრანცისკე უახლოეს მომავალში განსაზღვრავს.


ვენეციის პატრიარქი, ალბინო ლუჩიანი 1978 წლის 26 აგვისტოს პაპად არჩეულ იქნა კონკლავის დაწყებიდან ერთ დღე–ღამეში. მან გადაწყვიტა რომ დაირქმევდა იოანე–პავლეს. მან ერთ სახელში გააერთიანა პაპების, იოანე ოცდამესამისა და პავლე მეექვსის სახელები. ეკლესიის ისტორიაში მისი პონტიფიკატი ერთ–ერთი ყველაზე მოკლე აღმოჩნდა. იგი პაპი იყო 1978 წლის 26 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი