top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'დაუშვებელია სამშობიარო სახლების დაბომბვა' – პაროლინი



ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, მაიუპოლში საავადმყოფოების დაბომბვის გამო აღშფოთება გამოხატა. კარდინალმა დაამოწმა, რომ წმინდა საყდარი გამოთქვამს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში გახდეს შუამავალი, კონფლიქტის მოგვარების მიზნით, თუ ამას სასარგებლო ნაბიჯად ჩათვლიან.


„საბავშვო საავადმყოფოების დაბომბვა დაუშვებელი და მიუღებელია“, - ამის შესახებ რომის კონფერენციის კულუარებში კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ სრულმასშტაბიანი ომის გამო შეშფოთება გამოხატა.


ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსული ავიაცია ომში ჩაერთო და დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის თქმით, მაირუპოლში საავადმყოფო გაანადგურა, სამშობიარო და პედიატრიული განყოფილებებით. „აქ საუბარია ბავშვებისა და მშობიარე ქალების სისხლის ღვრაზე“, - კარდინალის თქმით, მოლაპარაკების სივრცე შეზღუდულია, თუმცა იმედოვნებს, რომ შესაძლებელი იქნება მოლაპარაკების მიღწევა. მან ასევე აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის შესახებ და განაცხადა, რომ საუბარმა არანაირი გარანტიები არ მოიტანა, კერძოდ, კი არ იქნა შესმენილი რწუნებულობა ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ.


სახელმწიფო სამდივნომ დაამოწმა, რომ წმინდა საყდარმა გამოხატა მზაობა ნაბიჯების გადადგმისა დიპლომატიური ფრონტზე, სადაც გამოჩნდება ომის დასასრულისკენ მიმავალი გზები.


„წმინდა საყდარი მოუწოდებს კონფლიქტის შეწვეტისა და მოლაპარაკებების კონსოლიდაციისაკენ და სთავაზობს შუამდგოლმობას, თუ ეს მიჩნეული იქნება სასარგებლო ნაბიჯად“.


“ორი კარდინალის კრაიევსკისა და ჩარნის უკრაინაში ყოფნა იმის ნიშაშია, რომ პაპს სურს შეიტანოს თავისი წვლილი არა მხოლოდ დოპლომატიური და სულიერი კუთხით, არამედ ჰუმანიტაურლი დახმარების თვალსაზრისითაც”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.


დასასრულს, რუსეთის პატრიარქის კირილეს სიტყვებზე დაყრდნობით, კარდინალმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება (პატრიარქის) არ უწყობს ხელს ურთიერთგაგებას, არამედ პირიქით, შეიცავს რისკს, სიტუაციის უფრო მეტად გაღრმავებისა და ესკლაციისაკენ, რაც ხელს უშლის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.


შოთა გიქოშვილი




bottom of page