• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

და ვერონიკა ოჰარი – მისიის, რწმენის და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ


14 აგვისტოს საქართველოში მისიაზე მყოფი მონაზონი ვერონიკა ოჰარი სამუდამო აღთქმას დადებს. Catholic.ge გთავაზობთ მის ინტერვიუს მოწოდებისა და საქართველოში ყოფნის პერიოდებზე.


ბელარუს მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებში ბევრი მისიონერია. მათ შორისაა სალეზიელი მონაზონი – ვერონიკა ოჰარი, „ქრისტიანთა დამხმარე მარიამის ქალიშვილების კონგრეგაციიდან“. იგი უკვე სამი წელია საქართველოში მსახურობს. კავკასიაში თავისი მსახურების განსაკუთრებულობის შესახებ, იგი პორტალ “Каталіцкім Веснікам”ესაუბრა.


- ქებული იყოს იესოს სახელი. ძვირფასო დაო, მოგვიყევით თქვენს შესახებ.


მარადის იყოს უკუნისამდე. დავიბადე ლიდის რაიონში სოფელ ბერდაუკაში. ჩემს ბავშვობაში არ იყო ეკლესია, ამიტომ საკვირაო წირვაზე ან ლიდაში დავდიოდი ან ლიპნიშკიში. როდესაც მესამე კლასში ვიყავი, ჩვენთან გაიხსნა ეკლესია, წინამძღვრად კი დაინიშნა სალეზიელი მღვდელი, მამა სტანისლავ ლუგოვსკი. იმავე წელს, მან მოგვამზადა პირველი ზიარებისათვის.


მღვდლის მოსვლასთან ერთად, სოფელი გამოცოცხლდა. შეკრიბა ბავშვები, მოზდრილები და ზრდასრულები. ყველას თავისი მიდგომა აქვს და მასაც არ ეშინოდა გაბედული წინადადებებისა. გვეპატიჟებოდა ლოცვაზე, სამუშაოდ და დასასვენებლად. ძალიან მომწონდა ეკლესიაში ცხოვრება.


ოჯახში 5 შვილი ვიყავით – სამი ძმა და კიდევ ერთი და მყავს. დედამ ჩაგვინერგა ყოველდღიურ წმინდა წირვაზე მონაწილეობის სურვილი. ყველგან, სადაც შეიძლებოდა წავსულიყავი, ეს იქნებოდა „კამპოსკოლა“, მომლოცველობა, ახალგაზრდული შეკრებები თუ შეხვედრები, სიამოვნებით დავდიოდი. თავდაპირველად, როგორც მონაწილე, ხოლო უკვე ზრდასრულ ასაკში, როგორც ანიმატორი.


- როგორი იყო თქვენი გზა მონაზვნობისაკენ?


პირველი ზიარების შემდეგ, ზაფხულში, როდესაც 9 წლის ვიყავი, ვარშავიდან ჩენსტოხოვას მიმართულებით მომლოცველობაში წავედი. მონაზონი, რომელიც ჩვენი ჯგუფის ორგანიზატორი იყო ძალიან მომწონდა. ზრუნავდა თითოეულ ჩვენგანზე, მე კი მომინდა მისი მსგავსი ვყოფილიყავი.


სწავლის დასრულების შემდეგ, ვთხოვე სალეზიელ მონაზვნებს, რომ თავიანთ კონგრეგაციაში მივეღე. ჩემი სულიერი ფორმაცია გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობდა ბელარუსში, შემდგომ კი განვაგრძე ჩვენი დამაარსებლების, წმინდა იოანე ბოსკოსა და წმინდა მარია დომინიკა მნაცარელას სამშობლოში, იტალიაში. მოწოდებას, ვთვლი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ საჩუქრად ღმერთისგან, რომელიც თანდათან აღმოვაჩინე, თუმცა მე ასევე დამეხმარა ბედნიერი მღვდლებისა და მონაზვნების მაგალითი და ასევე წმინდანთა ბიოგრაფიების კითხვა.


- როგორ მოხვდით მისიაზე?


2014 წელს დავდე ჩემი პირველი სამონაზვნო აღთქმები და პრო წელი ვმუშაობდი ბოროვლიანაში, შემდგომ სმარგონში (ბელარუსი). ხოლო 2018 წელს ჩვენმა წინამძღვარმა მოანაზონმა გამიშვა საქართველოში და აი, უკვე სამი წელია ვცხოვრობ და ვმსახურობ თბილისში.


- რაში მდგომარეობს საქართველოში მსახურების თავისებურება?


საქარველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია. იქ კათოლიკეების რაოდენობა მხოლოდ 1%–ს შეადგენს. ერთის მხრივ, ეს სირთულეა, ხოლო მეორეს მხრივ, ღვთის საჩუქარი, რადგანაც ოჯახურ ეკლესიაში ვარ, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 16 სამრევლოა, სადაც რეგულარულად აღევლინება წმინდა წირვები და რამდენიმე სამლოცველო, სადაც შეიძლება ღვთისმსახურებაზე დასწრება. ერთი მღვდელი ემსახურება რამდენიმე სამრევლოს. ადგილობრივი მღვდელი მხოლოდ ხუთია, მისიონერები კი არიან იტალიიდან, პოლონეთიდან და ბელარუსიდან, ასევე არის ათამდე მამათა და დედათა მონასტერი, სადაც მსახურობენ მისიონერები ინდოეთიდან, პოლონეთიდან, ბურკინა ფასოდან, ბელარუსიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუადან და პერუდან.