• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დედამიწის მსოფლიო დღე – „გავაჯანსაღოთ ურთიერთობა ქმნილებებთან“


დედამიწის დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება დევიზით: „აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა“.


„მყარი ურთიერთობების აღდგენა ქმნილებასთან - ეს არის მიზანი, რომელზეც მსჯელობს საერთაშორისო საზოგადოება“, – პაპი ფრანცისკე მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ბუნებას, ეს მოწოდება კი უპირველეს ყოვლისა ნათლად ჩანს მის ორ ენციკლიკაში: “Laudato Si” და „Fratelli Tutti“.


პაპი თავისი „ტვიტერის“ საშუალებით მოგვიწოდებს აღვადგინოთ კარგი ურთიერთობები შემოქმედთან, მეზობლებთან და ქმნილებებთან.


„ჩვენ გავწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გვაკავშირებს შემოქმედთან, სხვა ადამიანებთან და დანარჩენ ქმნილებებთან. ჩვენ უნდა გავაჯანსაღოთ შელახული ურთიერთობები, რომლებიც აუცილებელია, თვით ჩვენი და ჩვენი ცხოვრების ქსოვილისათვის“, – წერს პაპი „ტვიტერის“ გვერდზე.


დედამიწის მსოფლიო დღეს, პაპმა ფრანცისკემ ხაზი გაუსვა ადამიანის ბუნებრივ ურთიერთობას სამყაროსთან, რომელიც, როგორც არასდროს, ისე მოუწოდებს დღეს ყველა ერს, განსაკუთრებით ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ბუნების დაბიძნურებისა და პლანეტის რესურსების არამიზნობრივად გამოყენების შეწყვეტაზე. ამ წელს ასევე სტარტი აიღო კლიმატური ცვილებების სამიტმა, რომელიც გაიმართება დღეს და ხვალ ვირტუალურ რეჟიმში. აღნიშნული ინიციატივა ეკუთვნის აშშ-ს, სადაც მონაწილეობენ მსოფლიოს 40 ქვეყნის ლიდერი, ეს კი სწორედ მაშინ ხდება, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოხატა სურვილი დააბრუნოს აშშ, პარიზის 2015 წლის ხელშეკრულებით კლიმატის დაცვის სისტემაში. ვაშინგტონმა აღნიშნული სისტემა 2018 წელს დატოვა. ეს კი გარკვეული თვალსაზრისით არის კლიმატის ცვილებებთან დაკავშირებულ დაგეგმილ კონფერენციისათვის მომზადება, რომელიც ამ წელს გაიმართება 1-12 ნოემბერს გლაზგოში (შოტლანდია).


წმიდა მამას ყოველთვის სურდა, რათა ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ქმნილებებს შორის შექმნილიყო კავშირი, რომელიც სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ინტეგრალური ეკოლოგიის კონცეფციიდან გადახვევა, რის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ენიცკლიკა Laudato Si-ს წყალობით.


„ის, რაც ხდება პანდემიიდან დაწყებული კლიმატის ცვილებებამდე დამთავრებული, კავშირშია სოციალური, ეკონომიკური, ეთიკური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტთან. ეს კი ყველაზე მოწყვლად ფენებს აყენებს დარტყმას. ზრუნვის, კულტურის, სოლიდარობისა და კოლექტიური ვალდებულებების პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაყრდნობით“, – საუბრობს პაპი. ამ ყველაფრის სათავეში კი დგას ადამიანური ღირსება და საერთო კეთილდღეობა. სამართლიანობა, ზნეობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება, ყველა ჩამოთვლილი გახლავთ პაპ ფრანცისკესათვის გადაუდებელი პრიორიტეტი.

აირის ნამწვის შემცირება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და სხვა ინიციატივები უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში, რათა შეწყდეს დედამიწის მოწამვლა.

პაპი ფრანცისკე ირწმუნება, რომ თვით წმიდა საყდარი მიისწრაფვის იმისაკენ, რათა ვატიკანის სახელმწიფოს მხრიდან აირების ნამწვი 2050 წლისთვის 0%–მდე შემცირდეს, რითაც შეძლებს გააქტიუროს გარშემომყოფი სამყაროს დაცვის გაძლიერება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია განიხილება. ეს შესაძლებელს ხდის ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. ისეთების, როგორებიცაა წყალი და ენერგია, ენერგოეფექტურობა, მდგრადი მობილურობა, ტყეების განახლება და წრიული ეკონომიკა, ასევე ნარჩენების მართვა.


საუბარია ქმედებების ჩაშვების სერიაზე, რომელიც ეხება ეკოლოგიის სიმრთელეს, ფასეულობებს, რომლზეც პაპი საუბრობს განათლებაზე, რათა საერთო სიკეთეებზე ზრუნვა იდგეს პირველ ადგილზე ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკურ დონეებზე, რათა წინ წამოიწიოს დაბალი შემოსავლების მოქნე ქვეყნებში წარმოებამ. უნდა მოხდეს ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება. შესაბამისად, პოლიტიკური და ტექნოლოგიური საზომები უნდა გაერთიანდეს საგანმანათლებლო პროცესების შექმნისათვის, ეს კი უნდა ეფუძნებოდეს ძმობას და ადამიანის, გარშემო სამყაროსთან ურთიერთობებზე. „დადგა კურსისი შეცვლის დრო. მოდით, ნუ მოვპარავთ ახალ თაობას უკეთესი მომავლის იმედს“, - ამბობს პაპი.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
0 comments