2 – 6 დეკემბერს პაპი სამოციქულო ვიზიტით კვიპროსსა და საბერძნეთს ეწვევა. იგი კვიპროსის დედაქალაქს ნიქოზიას მოინახულებს, ხოლო შემდეგ ათენსა და კუნძულ ლესბოსზე გაემგზავრება. მიღება გაიმართება ხელისუფლებასა და ეპისკოპოსებთან.
კუნძულ ლესბოსზე წმინდა მამა ხუთი წლის წინ იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი იყო მსოფლიოს ყურადღებამიეპყრო ლტოლვილებისა და მიგრანტების ბედზე, რომელთა მდგომარეობას,ჯერ კიდევ თვითმფრინავში ყოფნისას,პაპმა „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე უარესი ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა. ფრანცისკემ ასევე მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, თვალი არ აარიდონ ტანჯვას და გამოიჩინონ გულისხმიერება, კეთილი სამარიელის მაგალითით.
ლესბოსში ყოფნისას პაპი მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლა. მან კაცობრიობას მაგალითი მისცა, როდესაც ვატიკანში რამდენიმე ლტოლვილის ოჯახი მიიწვია და მათი რომშიჩამოსვლის ორგანიზება, წმინდა ეჯიდიოს საკრებულოს დაავალა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments