top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დეტალები ღვთის სიტყვის კვირადღესთან დაკავშირებით – ვატიკანი


23 იანვარს კათოლიკე ეკლესია ღვთის სიტყვის კვირადღეს აღნიშნავს. იგი პაპმა ფრანცისკემ 2019 წლის 30 სექტემბერს დააწესა. სამოციქულო გზავნილის Aperuit illis–ისთანახმად, ეს კვირა „ეძღვნება ღვთის სიტყვის განდიდებას, მასზე ფიქრს და მის გავრცელებას“.


23 იანვარს 9:30 საათზე რომის ეპისკოპოსი წმინდა პეტრეს ტაძარში წირვას აღავლენს. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებისშესაბამისად, ლიტურგიაში მონაწილეთა რაოდენობა 2 000 ადამიანით შეიზღუდება. პაპი ფრანცისკე ყველა დამსწრეს წარუდგენს ეკლესიის მამათა ინტერპრეტაციების წიგნს ლუკას სახარების მე-4 და მე-5 თავებზე, რომელიც გამოცემულია Edizioni San Paolo-ს მიერ.


ამ საღმრთო მსახურებაზე პაპი ფრანცისკეპირველად შეასრულებს ერისკაცთა, კაცთა და ქალთა – მკითხველის, აკოლიტისა და კატეხისტის მუდმივ მსახურების რიტუალს.


ახალი ლიტურგიკული აქტები ვატიკანის საღვთო კულტის მსახურებისა და საიდუმლოთა დისციპლინის კონგრეგაციამ მოამზადა.


ქადაგებამდე კანდიდატებს სახელებით მოუხმობენ და ეკლესიას წარუდგენენ, ხოლო წმინდა მამის შეგონებების შემდეგ, მომავალ მკითხველებს გადაეცემათ ბიბლია - ღვთის სიტყვა, რომლის საქადაგებლადაც არიან მოწოდებულნი. მათი შრომის მისიონერობის შეხსენების მიზნით, კატეხისტები მიიღებენ პასტორალური ჯვრის რეპროდუქციას, რომელიც პირველად გამოიყენა წმ. პავლე VI–მ, შემდეგ კი წმ. იოანე პავლე II–მ (რომის პაპები).


აქამდე ყველა ეს მსახურება ინსტიტუციური მანდატის გარეშე ხორციელდებოდა. ეპისკოპოსთა ბოლო სინოდის შესწავლის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ ბრძანა, რომ აღნიშნულმა ოფიციალური სახე მიიღოს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა წმინდა მამის სამოციქულო წერილები 2021 წლის 10 იანვარს Spiritus Domini (მკითხველთა და თანამორწმუნეთა მსახურების შესახებ) და 2021 წლის 10 მაისის Antiquum ministerium (კატეხისტების მსახურების შესახებ). გარდა ამისა, ცვლილება შევიდა კანონიკური სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს ქალთა დანიშვნის შესაძლებლობას სპეციალური ლიტურგიკული რიტუალის მეშვეობით.


23 იანვარს, მკითხველი გახდება 8 ადამიანი:სამხრეთ კორეიდან, პაკისტანიდან, განადან და იტალიიდან; კატეხისტები - 8 ერისკაცი იტალიიდან, განადან, პერუდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და ბრაზილიიდან. ორი კანდიდატი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან და უგანდადან ვერ დაესწრება ვატიკანის ცერემონიას COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვების გამო.


ღვთის სიტყვის მე-3 საკვირაო მსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ვატიკანის მედიით, კერძოდ, ვატიკანის ახალი ამბების პორტალზე (vaticannews.va), ასევე გადაიცემა მსოფლიოს მთავარი სატელევიზიო არხებით.


„ღვთის სიტყვის კვირა მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას უფლის ყოფნას ადამიანის ცხოვრებაში. ქრისტე მუდმივად თან ახლავს მორწმუნეებს თავისი სიტყვით, რაც გამოიხატება ამ საეკლესიო მოვლენის ლოგოში, რომელიც შთაგონებულია ემაუსის მოწაფეების ბიბლიური ისტორიით. ისინი უფალთან ერთად დადიან წმინდა წერილის გზაზე, აძლევენ მას საშუალებას, ასწავლოს და განანათლოს. ისინი“, – ნათქვამია ვატიკანის პრეს სამსახურის განცხადებაში.


წყარო: https://sib-catholic.ru/podrobnosti-evharisticheskogo-bogosluzheniya-voskresenya-slova-bozhego-v-apostolskoy-stolitse/?fbclid=IwAR25wa3Ox7PL9yN9S_xofUXJnNURbaq8b5THnjBTLrscm1U_2aoOtHREzDU




Comments


bottom of page