top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

დიდმარხვის პირველ კვირადღეს პაპმა მორწმუნეებს მიმართა

დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, ვატიკანის პრეს-სამსახურმა პაპ ფრანცისკეს მიმართვა გამოაქვეყნა. დიდმარხვისას, რომის ეპისკოპოსი მოუწოდებს  მორწმუნეებს, რომ ეს პერიოდი „განწმენდისა და სულიერი განახლების, რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზრდის ჟამი გახდეს“.



9 მარტს, დილით, წმიდა პეტრეს მოედანზე, მთელი მსოფლიოდან ჩასული მოხალისეებისათვის წმიდა წირვა აღევლინა. ლიტურგიისას პაპ ფრანცისკეს წერილი წაიკითხეს, სადაც საუბარია თანამედროვე საზოგადოებაზე, სადაც ყველა ემორჩილება ანგარებისა და მოგებაზე შეჯიბრების კრიტერიუმებს. „მოხალისეობა არის წინასწარმეტყველება და იმედის ნიშანი, რამდენადაც იგი არის მოწმობა უანგარობის უმაღლესი ფორმით. ეს არის სოლიდარობის ნიშანი და მსახურება გაჭირვებულთათვის“, – წმიდა მამამ მადლობა გადაუხადა მოხალისეებს იმისათვის, რომ საკუთარ დროსა და ნიჭებს მოახმარენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ, ზრუნავენ  და აღვივებენ მათში იმედს.

 

“საავადმყოფოში ყოფნისას, მეც ვგრძნობ ზრუნვასა და სითბოს, განსაკუთრებით ექიმებისა და მედ-პერსონალისგან. მადლობას ვუხდი მათ, მთელი გულით. სნეულთათვის, ისინი არიან უფლის მათ შორის არსებობის ნიშანი და სნეულების წყვდიადში ნათელი შემოაქვთ”, - აღნიშნა პაპმა.

 

წმიდა მამამ მადლობა გადაუხადა ასევე ყველას, ვინც ლოცვით გამოხატავს მასთან სიახლოვეს და უზრუნველყოფს მათთან ერთობას. მან  მორწმუნეებს  მოუწოდა ილოცონ, რათა მშვიდობამ დაისადგუროს განსაკუთრებით უკრაინაში, პალესტინაში, ისრაელში, ლიბანში, მიანმარში, სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

 

”მე ძალიან შემაშფოთა სირიის ზოგიერთ რაიონში ძალადობის ამბებმა. იმედი მაქვს, რომ ის სამუდამოდ დასრულდება, საზოგადოების ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემით“, - წერს პაპი და ღვთის ხალხს მიანდობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედობრივ მზრუნველობას.

 

წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

 

ความคิดเห็น


bottom of page