
„ღმერთი პოვნა შეუძლით მათ, რომლებიც მას ეძიებენ მთელი გულით“, - წერს პაპი ფრანცისკე, რადინალ რანიერო კანტალამესას უახლესი წიგნის წინასიტყვაობაში.
პაპის სასახლის მქადაგებელმა წიგნი მიუძღვნ წყნარი ოკეანის რეგიონელ ძმას ცერანოდან, რომელიც იყო პოეტი და მქადაგებელი. იგი იესოს წმიდა ფრანცისკე ასიზელის წყალობით შეხვდა და კათოლიკე ეკლესიამ ნეტარად გამოაცხადა.
წმიდა მამა წინასიტყვაობაში ძირითადად ახალგარზდებს მიმართავს. იგი გამოდის იესოს მთაზე ქადაგებიდან, სადაც უფალი გვარწმუნებს, რომ „ვითხოვოთ და მოგვეცემა“, „ვეძიოთ და ვიპოვნით“, „დავაკაკუნოთ და გაგვეღება“.
პაპი ფიქრობს, რომ მაშინდელი ნათქვამი დღეს სერიოზულად უნდა მივიღოთ. სწპრედ ახლა, როდესაც დღევანდელი სამყარო ამ სიტყვებს ეწინააღმდეგება. პაპი არწმუნებს ახალგარდებს, რომ ღვთის პოვნა შეუძლიათ მათ, რომლებიც მას ეძებენ მთელი გულით. მაგალითისათვის მოჰყავს სახარებისეული პიროვნებები: სიმართლისათვის მწყურვალი ნიკოდემოსი, მონმანიე მეძავი და განკურნების მსურველი კეთროვანი.
პაპი ახალგაზრდებს შეახსენებს, რომ ღმერთი პატივს სცემს ჩვენს თავისუფლებას. „რწმენას არ ვიღებთ, როგორც ავტომატურ მადლს, სადაც ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. ღმერთი მოგვიწოდებს, რათა ვეძიოთ იგი მთელი გულით. რწმენა არის მადლი, რომელიც უნდა გვწყუროდეს. სინამდვილეში ეს არის სიყვარული, რომელსაც სწყურია უყვარდეთ“, - წერს პაპი. პაპი შენიშნავს, რომ წყნაროკეანელმა ძმამ ცერანოდან ეძია და იპოვნა. ამის მიზეზი კი გახდა წმიდა ფრანცისკე ასიზელი, მისთვის ეს შეხვედრა ისევე მიწისძვრასავით იყო, როგორც წმიდა პავლეს შეხვედრა იესოსთან დამასკოს გზაზე.
„როდესაც უფალი მოგვიხმობს, მას არ სურს ჩვენი მხრიდან რაიმე სახის კომპრომისი ან მცდელობა, არამედ მას სურს ჩვენი მხრიდან გადამწყვეტი პასუხი“,- წერს პაპი და ამატებს, რომ ძმა ცერანოდან გახდა სულ სხვა ადამიანი. წმინდა მამა აღნიშნავს, რომ კარდინალ კანტალამესას წიგნი ბევრისთვის შეიძლება იქცეს ნაყოფის მომცემ საკითხავად.
„ღმერთი არ წყვეტს ჩვენს მოხმობას, შეიძლება დღეს, როგორც აქამდე არასდროს გვაძლევს საშუალებას მოვისმინოთ მისი ხმა“, - ხაზს უსვამს პაპი და არწმუნებს ახალგარზდებს, რომ თუ ჩავახშობთ ირგვლივ სხვა ხმებს, მაშინ შევძლებთ მისი წმინდა ხმის გარკვევით მოსმენას. „თუ გექნება გამბედაობა, უარს იტყვი საკუთარ კეთილდღეობაზე და კარს გაუღებ უფალს, მაშინ შენ შეხვალ ახალ სამყაროში და ასევე შენც გახდები სხვებისთვის ნათელი“, – დაწერა წმიდა მამამ წიგნის წინასიტყვაობაში.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი – შოთა გიქოშვილი