ლუსილ რენდონმა სამონაზვნო სახელი – და ანდრე, თავისი გარდაცვლილი ძმის საპატივსაცემოდ, 1944 წელს აიღო. მაშინ, როცა იგი მონაზვნად აღიკვეცა წმიდა ვინსენტ დე პოლეს, გულმოწყალე ქალიშვილების კონგრეგაციაში.
დღეს, 11 თებერვალს იგი 117 წლისა შესრულდა და უკვე დაამარცხა კორონავირუსი. 1918 წელს კი გაიარა გრიპის პანდემიაც.
და ანდრე, ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ ლუტონში, წმიდა კატერინას მოხუცთა სახლში ცხოვრობს, ათობით ხანდაზმულთან ერთად. გასულ თვეში მან კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
სახლის პრეს-მდივანის განცხადებით, და ანდრემ კორონავირუსი დაამარცხა და თავს მშვენივრად გრძნობს.
„ჩვენ ვთვლით, რომ იგი სრულებით გამოჯანმრთელდა, ძალიან მშვიდად არის და მოუთმენლად ელოდა თავის დაბადებიდან 117 წლის იუბილის აღნიშვნას. მას ძალიან გაუმართლა“.
და ანდრე უსინათლოა, მაგრამ ენერგიული, კომუნიკაბელური და ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა. ავადმყოფობაზე მეტად, მას დღის წესრიგის დარღვევა აღელვებს.
„მას აინტერესებს, ხომ არ შეიცვალა საჭმლის მიღებისა და ძილის განრიგი,ის მშვივდად არის და უფრო სხვა ადამიანებზე ნერვიულობს, ვიდრე საკუთარ თავზე“.
კითხვაზე, ხომ არ შეეშინდა ამ ავადმყოფობის გამო, მონაზონმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა: „არა. არ შემშინებია, იმიტომ, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ბედნიერი ვარ თქვენ გვერდით ყოფნით, მაგრამ მინდა იქ, სადღაც ვიყო ჩემს ძმასთან, ბებიასთან და ბაბუასთან“.
და ანდრე, რომელიც 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა, მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანდაზმული ადამიანია. ხოლო ყველაზე ხადნაზმულ ადამიანად კი, მიჩნეულია იაპონელი კანე ტანაკა, რომელიც 2 იანვარს 118 წლის გახდა.
წყარო: ucatholic.com
თარგმნა შოთა გიქოშვილმა
Comments