დღეს, 29 ივნისს, ეკლესია ზეიმობს წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს დღესასწაულს. პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მასში მონაწილეობდნენ ახლადდანიშნული არქიეპისკოპოსები და მიტროპოლიტები, ასევე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები.
“ორი მოციქულის მოწმობა, ყოველ ჩვენგანში აღძრავს სურვილს, სწრაფად წამოვდგეთ ფეხზე, რათა სამყარო უფრო ადამიანურად ვაქციოთ”, – აღნიშნა პაპმა.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იმყოფებოდა 7 000 მორწმუნე, 44 მიტროპოლიტ-არქიეპისკოპოსი, რომლებიც პაპმა ამ წლის განმავლობაში დანიშნა. მათი სამოსის მეწამულ-წითელი ფერი,საკურთხევლის წინ პირველ ორ სექტორს ამკობდა.
ევქარისტიული დღესასწაულის დასაწყისში, პაპ ფრანცისკეს ისინი კარდინალმა ჯეიმს მაიკლ ჰარვიმ წარუდგინა, რომელიც ფიცის ფორმულის წარმოთქმის შემდეგ, ყოველს მიტროპოლიტს უკურთხებს პალიუმს.
პალიუმი ეს არის ლიტურგიული შესამოსელი, რომელიც შედგება თეთრი შალის ქსოვილის ზოლისგან, შავი ჯვრებით. ის წარმოადგენდაცხვარს, რომელსაც მწყემსი თავის მხრებით ზიდავს, როგორც ქრისტე. და ეს ზოლები სიმბოლოა სამწყსო დავალებისა, რომელიც მინდობილი აქვთ მიტროპოლიტ–მთავარეპისკოპოსებს.
შემდეგ დაიწყო სიტყვის ლიტურგია. პირველ ორ საკითხავში პეტრე და პავლე მოციქულების მოწმობა გაცოცხლდა. მოციქულთა საქმეების წიგნმა მოგვითხრო პეტრე მოციქულის შესახებ, რომელიც მეფე ჰეროდემ ციხეში ჩააგდო, ანგელოზმა კი გაათავისუფლა, გააღვიძა და დაუძახა:
"ადექი მალე!"
სხვა შემთხვევაში, პავლე მოციქული საუბრობს თავის გამოცდილებაზე:
"მე ვიბრძოდი კეთილი ბრძოლით გავიარე სარბიელი, რწმენა შევინარჩუნე".
ქადაგებაში, პაპი მოგვიწოდებს გადავხედოთ ამ ორ ასპექტს - სწრაფად ავდგეთ და ვიბრძოლოთ სამართლიანი საქმისთვის - და ვკითხოთ საკუთარ თავს "რა უნდა შევთავაზოთ ქრისტიანულ საზოგადოებას დღეს, როდესაც სინოდალური პროცესი მიმდინარეობს? ნაადრევად წამოდგომა, აღდგომის დილას ჰგავს – ეს ნიშნავს ადგომას, „ნათელში შესვლას“ და ეს არის „ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი სურათი“, რადგან ჩვენც უნდა ავდგეთ. მივყვეთ უფალს, სადაც მას სურს. ეს არ არის ყოველთვის ადვილი, მას დიდი წინააღმდეგობა ახლავს.
ზოგჯერ, ეკლესიის მსგავსად, ვზარმაცობთ. გვირჩევნია,ვისხდეთ და ვიფიქროთ იმ ცოტაოდენზე, რაც გვაქვს, ნაცვლად იმისა, რომ ავდგეთ და თვალი გავუსწოროთ ახალ ჰორიზონტს, ღია ზღვას. ჩვენ ხშირად, პეტრეს მსგავსად, ჩვევების ციხეში ვართ მიჯაჭვული.ცვლილებების გვეშინია და ჩვენი ჩვევების ჯაჭვზე ვართ მიბმული. მაგრამ ამ გზით ჩვენ სულიერ მედიდურობაში ვიცურავებთ, ვრისკავთ. დროს ვწელავთ თუნდაც სამწყსო ცხოვრებაში, მისიისადმი ენთუზიაზმი იკლებს და იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ სიცოცხლისუნარიანობისა და შემოქმედებითობის ნიშანი, ვტოვებთ ინერციადაკარგულების შთაბეჭდილებას“.
პაპი ფრანცისკე ციტირებს დე ლუბაკს, რომელმაც დაინახა სიახლისა და ცხოვრებისეული დიდი დინების, რწმენისა და სახარების საფრთხე, რომელიც „ფორმალიზმსა და ჩვევაშია გადასული“. სინოდში, პაპი მოგვიწოდებს, რომ გავხდეთ ეკლესია, რომელიც მყარად დგას ფეხზე,რომელიც არ იკეტება საკუთარ თავში წუთისოფელთან შესახვედრად.
„გადით გზაჯვარედინზე და მოიყვანე ყველა ბრმა, ყრუ, კოჭლი, ავადმყოფი, მართალი, ცოდვილი. ყველა, ყველა!
უფლის ეს სიტყვა უნდა ჟღერდეს, ჟღერდეს გონებასა და გულში. ეკლესიაში ყველასთვის არის ადგილი. ხშირად ჩვენ ვხვდებით კარგაღებულ ეკლესიას, მაგრამ უარვყოფთ ადამიანებს, ვგმობთ მათ...
პავლე მოციქული არ ზოგავდა თავს სახარების ქადაგებაში. მან გაუძლო დევნას და ტანჯვას. "ახლა, სიცოცხლის ბოლოს, ხედავს, რომ ისტორიაში დიდი "ბრძოლა" ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან ბევრს არ სურს იესოს მიღება. მისი საქმის გასაგრძელებლად მისი „ბრძოლა“ ახლა საზოგადოებაში ძმებსა და დებს ევალებათ. ყოველი ჩვენგანი, მოწოდებულია ვიყოთ მისიონერები და „შევიტანოთ საკუთარი წვლილი“. – აღნიშნა პაპმა.
და ახლა ორი კითხვა ჩნდება გონებაში. პირველი:
“რა შემიძლია გავაკეთო ეკლესიისთვის?” ნუ უჩივით ეკლესიას, არამედ დაკავდით მისით, მიიღე მონაწილეობა ვნებით და თავმდაბლობით. ვნებით, რადგან არ უნდა დავრჩეთ პასიურ მაყურებლებად; თავმდაბლობით, რადგან საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა არასოდეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ ცენტრი, თავი უკეთ იგრძნოთ და ხელი შეუშალოთ სხვების მიახლოებას. სინოდალური ეკლესია ნიშნავს: “ყველა მონაწილეობს. არავინ დგას სხვის ადგილას და არ არის სხვებზე მაღლა”. პირველი და მეორე კლასის ქრისტიანები არ არსებობენ. აქ ყველა მოხმობილია.
პაპი ფრანცისკე აღნიშნავს, რომ სახარების გამოცხადება არ არის ნეიტრალური, არ არის გამოხდილი წყალი, არ ტოვებს ყველაფერს ისე, როგორც არის. პირიქით, ღვთის სასუფევლის ცეცხლს ინთება, ნაცვლად ძალაუფლების, ბოროტების, ძალადობის, კორუფციის, უსამართლობისა და მარგინალიზაციის ადამიანური მექანიზმებისა”.
პაპის მიერ შემოთავაზებული მეორე კითხვაა:
„რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, როგორც ეკლესიამ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, გავხადოთ უფრო ჰუმანური, უფრო სამართლიანი, უფრო კეთილგანწყობილი, უფრო ღია ღვთისათვის და ადამიანთა შორის ძმობისთვის? ჩვენ უნდა ვიყოთ საფუარი წუთისოფლისა – ასე უპასუხა ფრანცისკემ.
ქადაგების დასასრულს, პაპი ფრანცისკე გაიხსენა, რომ ცოტა ხნით ადრე, ტრადიციის თანახმად, მან აკურთხა პალიუმი ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ მთავარეპისკოპოსებისათვის, რომლებიც უნდა იყვნენ „სამწყსოს მცველები“, რათა „კეთილი ბრძოლით იბრძოლონ“, თუმცა ღვთის ხალხთან ერთად.
შემდეგ მიესალმა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციას, რომლებიც მიავლინა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. „გმადლობთ, რომ შეიკრიბეთ, რადგან მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ სახარების თესლი და ძმობის დამმოწმებელნი“ – დაასრულა პაპმა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments