• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკლესიის დიპლომატები უნდა იყვნენ ლოცვის ადამიანები - პაპი ფრანცისკე


წმიდა საყდრის დიპლომატები უნდა იყვნენ გახსნილები ახლისთვის და მყარად იცავდნენ ტრადიციებს.

პონტიფიკმა მოინახულა პაპის საეკლესიო აკადემია, რომელშიც 1701 წლიდან მომზადებას გადიან წმიდა საყდრის მომავალი დიპლომატები.


პაპის შეხვედრა აკადემიის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან მეგობრულ და ოჯახურ ატმოსფეროში გაიმართა. აკადემიის შესასვლელთან, წმინდა მამას აკადემიის პრეზიდენტი ჯოზეფ მარინო, წმინდა საყდრის, დიმპლომატიურ პერსონალთა საკითხების მდივანი, იან რომეო პავლოვსკი და ასევე სასწავლო ნაწილი და ეკონომი, გაბრიელ მარსელო ვიოლა კასალონგე დახვდა.


პაპი გაესაუბრა ახალგაზრდა მღვდლებს, რომლებიც ემზადებიან დიპლომატიური მსახურებისათვის. საუბარი საათზე მეტ ხანს გაგძელდა. სტუდენტებმა პაპს კითხვები დაუსვეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა თანამედროვე ეკლესიის გამოწვევები, მისიონერობა, სინოდური გზა და ასევე, პაპის ორმხრივი და მრავალმხრივი დიმპლომატია.


ეკლესიის მომავალი დიპლომატების პასუხების გაცემისას წმინდა მამამ ჩამოთვალა აღნიშნული მისიის შემსრულებელ პირთა ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები და თქვა, რომ დიპლომატი უნდა იყოს ლოცვის ადამიანი, უნდა ემორჩილებოდეს, სახარების სიტყვებს, უნდა იყოს გახსნილი ახალ გამოწვევებზე, თუმცა ამავდროულად მყარად უნდა იცავდეს ტრადიციებს, უნდა იყოს შემგუებელი და მზა დიალოგისათვის.

პაპმა აკადემიის წევრებთან ერთად ივახშმა და განსაკუთრებულად მიმართა იმ 13 სტუდენტს, რომლებიც ძალიან მალე შეუდგებიან წმინდა საყდრის დიპლომატიურ მსახურებას.


სადღეისოდ, აკადემიაში 25 ქვეყნის წარმომადგენელი 38 მღვდელი ირიცხება.


წყარო: www.vaticannews.va



თარგმანი –  შოთა გიქოშვილი