top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკლესიის სოციალური სწავლება – სემინარი 'საბაუნში'

2021 წლის 23–25 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება ეკლესიის სოციალური სწავლების თემაზე მიძღვნილი ვორქშოპი -სემინარი,



იგი შეეხება ეკლესიის სოციალური სწავლების ფუნდამენტურ პრინციპებს, ბიოეთიკის საკითხებს, ოჯახსა და ქორწინებას, მუშაობასა და საკუთრების ქრისტიანულ ხედვას.


სემინარს წარუძღვებიან გერმანელი პროფესორები: პროფ. პეტერ შალემბერგი (პადერბონის უნივერსიტეტი, მორალური თეოლოგია და ეკლესიის სოციალური სწავლება) და პროფ.ლარს შეფერსი (ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი ბონში, ეკლესიის სოციალური სწავლება).


ვორქშოპის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.


სამუშაო ენა: ინგლისური ენა (ნაწილობრივი თარგმანით)


შეხვედრები ჩატარდება 10 –დან 18.00 საათამდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.


მისამართზე: კ. ქუთათელაძის N3 (საბურთალო)


დასწრების მსურველებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.

რეგიოსთრაცია შეგიძლიათ ბმულზე


შენიშვნა: კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრების მსურველებს მოეთხოვებათ წარადგინონ კოვიდპასპორტი, ან PCR ტესტის (ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული) ან სწრაფი ტესტის (ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული) პასუხი.


catholic.ge

Kommentare


bottom of page