top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეკუმენური მოძრაობა მართლმადიდებელი ეკლესიის პერსპექტივით


იმისთვის რომ მივეახლოთ ჭეშმარიტებას, აუცილებელია გზაზე მოძრაობა, განვითარება. სრულიად გასაგებია ჩვენი მაცხოვრის მიერ მოცემული მცნება - პირველად ეძიებდეთ ცათა სასუფევლის სიმართლეს. სახარება გვასწავლის, რომ ძველი უნდა დავტოვოთ და ახალს მივეახლოთ. ერთხელ გაგონილზე ჯიუტად დგომა, ძიების შეწყვეტა, მსჯელობაზე, განსჯაზე უარის თქმა თავად ასეთი ქმედების ჩამდენისათვის ძალიან საზიანოა.


გავრცელებულია ბრიყვული და მავნებლური ტყუილი, თითქოს ეკუმენური მოძრაობა რაიმე სახით ანტიქრისტიანულია. სინამდვილეში ჩვენ მთელი სამყაროს, ყველასა და ყველაფრის ღმერთის შვილები ვართ. სწორედ ასე ითარგმნება სიტყვა ,,ეუკომენა“ და ეკუმენური მოძრაობაც ქრისტიანთა ერთობლივი სახელით საქმიანობს. დაუფარავად შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელთა მონაწილეობა ამ მოძრაობაში უმნიშვნელოვანესია. სინამდვილეში ძალიან კარგია, რომ ბიბლიური და წმ. მამებისეული მდიდარი და მაცხოვნებელი სწავლება გათვალისწინებულია ქრისტიანთა ერთიან ხმაში.


მამა გიორგი წეროძე

ჟურნალი "საბა"/ 2025, იანვარი

Comments


bottom of page