• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ელვის პრესლის მიერ შესრულებული საგალობლის „ფატიმას ღვთისმშობლის“ ისტორია




იცოდით, რომ მუსიკის საერთაშორისო შემსრულებლის ელვის პრესლის რეპერტუარში არის საგალობელი, რომლიც „ფატიმას ღვთისმშობლისა“ და „სავარდის“ შესახებაა? მას „სავარდის სასწაული“ ჰქვია და არა მხოლოდ ღვთისმშობლის გზავნილის ეძღვნება, არამედ იგი ფონად გასდევს მოქცევის ისტორიას.


ამ სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.


ელვის პრესლი ევანგელურ ეკლესიაში აღიზარდა, საგალობელი „სავარდის სასწაული“ კი 1971 წლის 15 მაისს ჩაწერა. თუმცა ეს მისი შექმნილი სიმღერა არ არის, იგი მის მეგობრს, ლი დენსონს ეკუთვნის, რომელიც ბაპტისტური ეკლესიიდან იყო და კათოლიკე მეუღლეზე ქორწინების შემდეგ, თავადაც კათოლიკე გახდა.


ლი დენსონმა ელვისის მშობლებს 1947 წელს დახმარების ხელი გაუწოდა, რადგან მაშინ ისინი ტუპელოდან მემფისში გადაბარგდნენ. ლი ელვისის გიტარის პირველი მასწავლებელი იყო.


საგალობელი, „სავარდის სასწაული“ 1960 წელს დაიწერა, როცა დენსონი კათოლიკე გახდა. მისი მეუღლე მერი ვიგემას დიდი თაყვანისმცემელი იყო. დენსონი ყოველდღე ლოცულობდა „სავარდის“ ლოცვას ისე, როგორც დოვა და ირიაში სამ პატარა მწყემსს ღვთისმშობელმა სთხოვა.


ქმრის კარიერის გამო, მერი ნელ-ნელა ჩამოშორდა თავის რწმენას. ერთხელ, კრიალოსანი, რომელიც ქმარმა ჩამოუტანა ფატიმიდან გაქრა. მან გადაატრიალა მთელი სახლი და ვერ იპოვა.


1960 წლის 13 ოქტომბრის ღამეს, როცა მუსიკოსი სახლში დაბრუნდა, საწოლში, ბალიშის ქვეშ კრიალოსანი იპოვა. მერიც და დენსონიც გაოცებულნი დარჩნენ. მოგვიანებით, ძილის დროს, მათ უეცრად გამოეღვიძათ. მერიმ შეიგრძნო მსუბუქად შეხება ბაგეებზე, ხოლო ქმარს ჩაესმა ზარების რეკვის მსგავსი ხმა.


მომდევნო დილას გადაწყვიტეს წირვაზე წასვლა და მოისმინეს მღვდლის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ფატიმის ღვთისმშობელი ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ახდენს სასწაულს და მხოლოდ ზოგიერთები სწირავენ მადლობას მას, ან ჩერდებიან, რათა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა მოხდა მათ ცხოვრებაში.


შემდეგში, ლი დენსონი და მისი მეუღლე ჰყვებოდნენ, რომ ისინი ერთადერთი იყვნენ, რომლებმაც იმ წირვაზე ეს სიტყვები მოისმინეს. გაოგნებულმა მუსიკოსმა არ დაიძინა, სანამ არ გადაწყვიტა შეექმნა საგალობელი ფატიმის ღვთისმშობლისათვის (Nossa Senhora de Fatima).


მაშინ, როცა ფიქრობდა, თუ ვინ მოახერხებდა ამ საგალობლის შესრულებას, რათა წარმოეჩინა ფატიმის სასწაულები, მაშინვე გაახსენდა თავისი მეგობარი ელვის პრესლი, თუმცა მან გადაწყვიტა დალოდებოდა 1967 წლამდე, მაშინ, როცა კოვა-და-ირიაში ღვთისმშობლის გამოცხადებიდან 50 წლისთავი აღინიშნებოდა. ამ წელს ელვისმა ვერ შეძლო საგალობლის შესრულება, ამიტომ იგი 1971 წელს ჩაიწერა.


ლი დენსონმა უარი თქვა თავის შემოქმედებით კარიერაზე და თავი მემფისში ეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ერთხელ, 1978 წელს მან წმიდა წირვაზე საგალობელი „სავარდის სასწაული“ შეასრულა და როგორც ამბობენ, ეკლესიაში ვარდის სურნელი გავრცელდა . მორწმუნეთა შორის იყო პანამის არქიეპისკოპოსი ტომაშ კლაველი, რომელიც ამ მოვლენას სასწაულად მიიჩნევდა.


მოგვიანებით, 1980 წელს, პაპმა პავლე მეექვსემ საგალობელი „სავარდის სასწაული“ აკურთხა. ლი დენსონმა საგალობელი ფატიმის საწმინდარში და კამელო-დე-კიომბრაში შეასრულა და ლუციას თანდასწრებით (და ლუცია იყო ფატიმას გამოცხადების ერთ-ერთი მხილველი).


საგალობლის ტექსტის თარგმანი ქართულ ენაზე:


ჰოი, კურთხეულო დედაო, ვლოცულობთ შენდამი,

მადლობას გწირავთ შენი სავარდის სასწაულისათვის,

მხოლოდ შენ ძალგიძს გეჭიროს შენი კურთხეული ძის ხელი საკმაოდ დიდხანს,

რათა მსოფლიომ გაიგოს.

გიხაროდეს მიმადლებულო მარიამ.

დაე, უფალი იყოს შენთან,

კურთხეული ხარ შენ დედათა შორის,

და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი, იესო.

ჰოი, წმიდაო მარიამ, ძვირფასო ღვთისმშობელო,

მეოხ მეყავნ ჩვენ, ცოდვილთა,

აწ, და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა.

კვლავ გიძღვნი მადლობას შენი სავარდის სასწაულისათვის.


წყარო: www.acidigital.com



თარგმანი – შოთა გიქოშვილი