
19 აპრილს, კარდინალ იოსებ რაცინგერის, იგივე ემერიტუსი პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს წმინდა პეტრეს მემკვიდრედ არჩდევიდან 17 წელი გავიდა. მან თავისთავს უწოდა “უფლის ვენახის თავმდაბალი და უბრალო მუშა”. „მახარებს ის ფაქტი, რომ უფალი, ყველაზე არასაკმარისი იარაღითაც კი მოქმედებს. ხოლო ყველაზე მეტად ვენდობი თქვენს ლოცვებს. უფალი დაგვეხმარება, ხოლო უწმინდესი ქალწული მარიამი ჩვენს მხარეზეა“, – მიმართა პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს 2005 წლის 19 აპრილს. ბენედიქტე მეთექვსმეტე თავის წინამორბედის, იოანე პავლე მეორის მსგავსადაც აგრძელებდა მოლოცვას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავისი პონტიფიკატის პერიოდში მოილოცა 4 კონტინეტნტი და 24 ქვეყანა. ემერიტუსმა პაპმა დაწერა 3 ენციკლიკა: “Caritas in Veritate”, “Spes Salvi” და “Deus Caritas est”. 2013 წლის 11 თებერვალს მთელი ეკლესიისათვის მოხდა ისტორიული მოვლენა. ამ დღეს პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ გადაგდომის შესახებ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად, პაპმა ასაკი და ძალის უკმარისობა დაასახელა (იგი იმ დროს 85 წლის იყო). ამჟამად, ემერიტუსი პაპი დაკავებულია ლოცვებითა და წიგნების კითხვით, ცხოვრობს ვატიკანში, Mater Ecclesiae - ს მონასტერში. იოსებ რაცინგერს 16 აპრილს 95 წელი შეუსრულდა. წყარო: deon.pl
შოთა გიქოშვილი