top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ემერიტუსი პაპის წინასწარმეტყველური ანდერძი



„ჩემი ცხოვრების მსაჯულთან მეგობრობა საშუალებას მაძლევს თავდაჯერებულად შევაღო სიკვდილის ბნელი კარი“, – 2022 წლის 6 თებერვალს, ამ სიტყვებით დაასრულა ბენედიქტე XVI - მ თავისიწერილი, რომელიც მიუნხენისა და ფრაინურგის არქიეპარქიების ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა.


წერილს, ამ ბოლო წინადადებით, წინასწარმეტყველური ელფერი აქვს, რადგანნამდვილი, სულიერი ანდერძის შესახებ გვატყობინებს.


ეს წინასწარმეტყველური ნაწყვეტი, ხელმოწერილია ემერიტუსი პაპის მიერ და მოგვითხრობს მის ფიქრებზე სიკვდილის შესახებ:


“მალე წარვსდგები ჩემი ცხოვრების უმაღლესი მსაჯულის წინაშე და მიუხედავად ჩემი განვლილი გრძელი ცხოვრებისა, ბევრი მიზეზი მაქვს შიშისა და შფოთვისთვის. თუმცა, მე ხალისიანი განწყობა მაქვს, ვინაიდან მტკიცედ მწამს, რომ უფალი გარდა სამართლიანი მსაჯულისა, ასევე არის მეგობარი და ძმა, რომელმაც თავად უკვე განიცადა ჩემი მანკიერებები და ამიტომაც, ის, როგორც მსაჯული, იმავდროულად არის ჩემი დამცველი (Paraclito). სამსჯავროს ჟამის ზღურბლზე, ჩემთვის გასაგები ხდება ქრისტიანად ყოფნის მადლი. ქრისტიანად ყოფნა მაძლევს ცოდნას, უფრო მეტიც, მამეგობრებს ჩემი ცხოვრების მსაჯულთან და მეხმარება თავდაჯერებულად შევაღო სიკვდილის ბნელი კარი. ამასთან დაკავშირებით, გამუდმებით მახსენდება თუ რას მოგვითხრობს იოანე გამოცხადების წიგნის დასაწყისში - მე ვიხილე ძე კაცისა თავისი დიდებით და დავეცი მის ფერხთით,როგორც მკვდარი.ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: ნუ გეშინია! მე ვარ“. (გამოცხ. 1:12-17).


www.avvenire.it


შოთა გიქოშვილი


bottom of page