top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"ეპისკოპოსი და ქრისტიანული ერთობა"- ეკუმენური გზამკვლევი



ქრისტიანების ერთობის საკითხებში პაპის საბჭომ, 4 დეკემბერს გამოსცა დოკუმენტი: „ეპისკოპოსი და ქრისტიანული ერთობა - ეკუმენური გზამკვლევი“.


როგორც პაპის საბჭოს წარმომადგენელმა, კარდინალმა კურტ კოხმა პრეზენტაციაზე განმარტა, ეს დოკუმენტი წმინდა საწყდრის ეკუმენური უწყების წევრებისა და მრჩევლების დაჟინებული თხოვნით 2016 წლის პლენარულ ასამბლეაზე შემუშავდა. იგი მიმართული უნდა ყოფილიყო კათოლიკე ეპისკოპოსებისთვის და მათი მსახურებისადმი ქრისტიანთა ერთობის საქმეში. თუმცაღა უკვე არსებობს „ეკუმენიზმის შესახებ ნორმებისა და პრინციპების სახელმძღვანელო“, რომელიც 1993 წელს გამოიცა. შემდეგში კი გაჩნდა აუცილებლობა შემდგომი ტექსტის დამუშავებისა, რომელიც გათვალისწინებული იქნებოდა ზუსტად ეპისკოპოსებზე, რომლებიც მოწოდებულნი არიან საკუთარ მხრებზე აიღონ ეკუმენური პასუხისმგებლობა.


„ეპისკოპოსს არ შეუძლია ქრისტიანული ერთობის ქმედითობა მიიღოს, როგორც თავისი მსახურების ერთ-ერთი ასპექტი, არამედ ქრისტიანული ერთობა არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ყოველი ეპისკოპოსისთვის“, - განაცხადა კარდინალმა კოხმა.


დოკუმენტის მომზადების პროცესი დაახლოებით სამ წელს გრძელდებოდა. პირველი ტექსტის განხილვა მოხდა 2018 წელს პაპის საბჭოს პლენარულ სხდომაზე, შემდგომ კი ტექსტი გადაეგზავნა რომის კურიის სხვადასხვა უწყებებს, მათ კი თავიანთი დამატებები შეიტანეს ტექსტში.


ეკუმენური ვადევეკუმი(Vadevecum) ჩანაფიქრში იყო ზუსტად, როგორც „გზამკვლევი, კომპასი ან თანამგზავრი გზაში“, რაც დაშენდა დეკრეტზე Unitatis redintegratio, ენციკლიკა Ut unum sin-ზე და პაპის საბჭოს ორ სხვა დოკუმენტზე: “ეკუმენიზმის სახელმძღვანელო“და „ეკუმენიზმის განზომილება სამწყსო მსახურების მომზადებაში“. თუმცაღა გზამკვლევი სულაც არ არის ამ ტექსტების დამტკიცება, ის მოკლედ განიხილავს მათ ძირითად მდგომარეობას, ამდიდრებს მათ თემებით, ბოლო პონტიფიკატების დახასიათებით, ეპისკოპოსების გადმოსახედიდან.


დოკუმენტი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი დასათაურებულია - „ეკუმენიზმის წარმოჩენა კათოლიკე ეკლესაიში“, რომელშიც მოცემულია კათოლიკე ეკლესიაში ეკუმენიზმის მისიის დავალება და განხორციელება, ასევე დასათაურებულია „ერთობის ძიება - ეს არის უპირველსყოვლისა მოხმობა კათოლიკეებისათვის“. ამ ნაწილში საუბარია სტრუქტურებსა და ადამიანებზე ეკუმენური მსახურების სფეროში ეპარქიებისა და ეროვნულ დონეებზე, ასევე ეკუმენურ აღზრდაზე და ეპარქიების საინფორმაციო საშუალებების გამოყენებაზე.


მეორე ნაწილი კი გვესაუბრება „კათოლიკე ეკლესიის ურთიერთობაზე სხვა ქრისტიანებთან მიმართებაში“. აქ მოყვანილია კათოლიკე ეკლესიის სხვა ქრისტიანულ აღმსარებლობებთან ურთიერთქმედების ოთხ ძირითად ნაწილზე.


პირველი ხერხი - არის სულიერი ეკუმენიზმი, რომელიც ვატიკანის მეორე კრების თანახმად არის ეკუმენური მოძრაობის სამშვინველი. მასში განსაკუთრებულად ხაზი ესმება წმინდა წერილს -„ეკუმენიზმი წმინდაა და წმენდს მეხსიერებას“.


მეორე ხერხი - არის სიყვარულის დიალოგი, რომელიც გულისხმობს შეხვედრის კულტურის წარმოჩენას, ყოველდღიური კავშირებისა და თანამშრომლობის დონეზე, რომელთა მეშვეობითაც განმტკიცდება ის ქრისტიანული კავშირები, რომელსაც ეწოდება ნათლობის ძალა ქრისტეში. მასში ასევე ჩამოთვლილია თანამშრომლობის ზოგიერთი კონკრეტული საკითხები, როგორებიცაა შეძლებისდაგვარად მონაწილეობა სხვა აღმსარებლობების ხეირატონიოსა და ინტრონიზაციაში, ასევე კათოლიკე ეკლესიის ლიტურგიასა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილობა სხვა აღმსარებლობების წარმომადგენლებისა.


მესამე ხერხი - არის ჭეშმარიტების დიალოგი, რომელიც საღვთისმეტყველო დიალოგში იბადება. დოკუმენტში აღნიშნული დიალოგის ძირითადი პრინციპებია ჩამოთვილილი: „ნიჭების გაცვლა“. იმისათვის, რომ მსგავსი კომპრომისი შედგეს, სულაც არ არის საჭირო საერთო საღვთისმეტყველო ნიშნების ძიება, იმდენად რამდენადაც იგი დაფუძნებულია ჭეშმარიტებაში ჩაღრმავების სისრულეზე.


მეოთხე ხერხი - არის სიცოცხლის დიალოგი. ეს ნიშნავს სხვა ქრისტიანებთან სამ ძირითად ასპექტში აზრების გაცვლას და თანამშრომლობას. სამწყსო საქმიანობა, დამოწმება მშიდობისა და კულტურის ასპექტში. სამწყსო ეკუმენიზმი თავისთავში გულისხმობს მისიონერულ, კატეხეზაციის, შერეული ჯვირსწერის, Comunicatio in sacris. პრაქტიკული ეკუმენიზმის ასპექტში გზამკვლევი მიუთითებს მშვიდობის მსახურებაში თანამშრომლობასა და რელიგიათაშორის დიალოგზე. ბოლოს კი, საუბარია კულტურულ ეკუმენიზმზე, მხატვრულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საერთო პროექტებზე.

დოკუმენტი ყველა ნაწილში გვთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია ეპისკოპოსს ეკუმენიზმის საკითხებში. გზამკვლევს თან ერთვის კათოლიკე ეკლესიის პარტნიორების საერთაშორისო საღვთისმეტყველო დიალოგის მოკლე აღწერა და მისი ძირითადი შეჯამება.

.

Comments


bottom of page