• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რელიგიური კონფესიებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყო საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო.





რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ წარუდგინა.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცა მოწვეულ სტუმრებს და ისურვა, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის ეროვნული ერთობით გამორჩეული იყოს – "რადგან სწორედ ეროვნული თანხმობა მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს".


პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი, მამა ნარეკ კუშიანი, თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი და რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი ჩარლზ ჰობლიცი და პასტორი კახაბერ ჩხაიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი გია კანდელაკი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი, გიორგი ჩიტაძე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და პროტოკოლის მენჯერეი გვანცა ცხოვრებაძე.



ფოტოები – რელიგიის საკითხთა სახელმწმიფო სააგენტო

catholic.ge

0 comments