2021 წლის 27 ოქტომბერს ერევანში საზეიმოდ გაიხსნა სამოციქულო ნუნციატურა. ცერემონიაზე იმყოფებოდა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, არქიეპისკოპოსმა ედგარ პენია პარა.
ვატიკანის დიპლომატმა აუდიტორიასპაპ ფრანცისკეს მოკითხვა და სულიერი სიახლოვეგადასცა.
ახალი სამოციქულო ნუნციატურა ანუ იგივე პაპის სახლი წარმოადგენსმის მზრუნველობას სომეხი ხალხისადმი. არქიეპისკოპოსის სიტყვებით, ნუნციატურის გახსნა არის წმინდა საყდარსა და სომხეთის სახელმწიფოს შორის ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობის დასტური. მისმა აღმატებულება პერიმ პაპ ფრანცისკეს სახელით მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს, არსენ სარქისიანს მისი ვიზიტისათვის ვატიკანის სახელმწიფოში. ასევე მიულოცა სომხეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავი და წმინდა იოანე პავლე მეორის სომხეთში ვიზიტის 20 წლისთავი.
„ჩვენს სახელმწიფოებს შორის კარგი ურთიერთობები გამოწვეულია გარკვეული თვალსაზრისით, რელიგიის როლით საჯარო საზოგადოებაში. სომხები ღრმადმორწმუნე ერია და მათი სამშობლო მუდამ დარჩება პირველ სახელმწიფოდ, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა.
სწორედ ქრისტიანული რწმენა ედგა გვერდით ამ ხალხს განსაკუთრებით კი ისტორიის მძიმე მომენტებში და მოახდინა ქვეყნის მდიდარი სულიერი და კულტურული ფორმირება, რის შესახებაც ამბობდა ასევე პაპი ფრანცისკე ამ მიწაზე სამოციქულო ვიზიტის დროს“, – აღნიშნა არქიეპისკოპოსმა პერიმ.
ვატიკანის პრელატმა ასევე აღნიშნა, სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან სრული ევქარისტიული თანაზიარების მნიშვნელობა და ის, რომ „პაპის ახალი სახლი მოწოდებულია გახდეს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი სურვილიააღვასრულოთ ღმერთის ნება მის მორწმუნეებს შორის ერთობის საქმეში.
სამოცქულო ნუნციატურა სომხეთის დედაქალაქში არის წმინდა მამის მზრუნველობის გამოხატულება სომეხი კათოლიკეების მიმართ“, – ხაზი გაუსვა იერარქმა.
მიუხედავად თავისი სიმცირისა, ადგილობრივი კათოლიკე ეკლესია დიდ როლს თამაშობს სომხეთის საზოგადოებაში სამედიცინო და საქველმოქმედო მსახურების თვალსაზრისით, რაც არის მისი კონკრეტული ნიშანი ემსახუროს ყველა გაჭირვებულს. ვიმედოვნებ, რომ კათოლიკეები ახლად გახსნილ ნუნციატურაში დაინახავენ წმინდა მამის ფრანცისკეს სიახლოვესა და მნიშვნელოვან წახალისებას სულიერ ცხოვრებაში, სიხარულსა და თანაზიარებაში ჩვენს ძმებთან და დებთან სომხური სამოციქულო ეკლესიიდან“.
საუბრის ბოლოს, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გამოხატა მადლიერება ყველა, სასულიერო და საერო მონაწილის მიმართ, რომლებიც ესწრებოდნენ ნუნციატურის გახსნას, მადლობა გადაუხადა დიპლომატიურ კორპუსს და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოში ვატიკანის ელჩს ნუნციუსს, არქიეპისკოპოსს, ჟოზე აველინო ბეტანკურსა და ნუნციატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ემსახურებიან წმინდა მამის კეთილი სურვილების განხორციელებას კავკასიის რეგიონში.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments